განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ღანირის საჯარო სკოლა
RDRC.GE
სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ღანირის საჯარო სკოლა

■ სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ღანირის საჯარო სკოლა

სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ღანირის საჯარო სკოლა
ტელ: 591 54 90 60

გოჩა დანელია

   მდებარეობს სამტრედიის რაიონის სოფელ ღანირში (სამტრედიის რაიონული ცენტრიდან მე-10 კილომეტრზე), რომელიც განთავსებულია 24939 კვ. მ. მიწის ფართობზე. სკოლაში სწავლობს 175 მოსწავლე.

   2002 წლიდან სკოლის დაქვემდებარებაში შევიდა ღანირის დაწყებითი სკოლა, იგი სკოლიდან მოშორებულია 2000 მეტრით. შენობა 120 წლისაა, ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი და ამჟამად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

   ღანირში სკოლის გახსნის ნებართვა ჯერ კიდევ 1888 წელს მიიღეს. 1905 წელს ხალხში შემოწირულობა შეიკრიბა და პატარა ორკლასიანი სკოლა აიგო. შეიძინეს სასკოლო ინვენტარი. მოძრაობის ლიდერები იყვნენ კოკინია დგებუაძე და ილიკო ქუთათელაძე. სწავლება ფასიანი იყო. თავისუფლდებოდნენ მხოლოდ ღარიბი მოსწავლეები. მალე ხალხი მიხვდა, რომ ორკლასიანი განათლება საკმარისი არ იყო და გადაწყვიტეს ოთხკლასიანი სწავლება შემოეღოთ. მიღებული იქნა ნებართვა ქუთაისის გუბერნიიდან და მოიწვიეს მასწავლებლები: მღვდელი დომენტი ჩხაიძე, მექი ბალავაძე, ლუბა დანელია, სერაპიონ ბალავაძე და სხვები.

   1935 წლის სექტემბერს ღანირში დაარსდა პირველი საშუალო სკოლა, რომლის პირველი დირექტორი იყო გიორგი არველაძე. 1938 წელს სკოლა 49 მოსწავლემ დაამთავრა. მათ შორის იყო მეორე მსოფლიო ომის გმირი აკაკი ტერელაძე, რომლის სახელიც სკოლას მიენიჭა.

   1945–1954 წლებში დირექტორად დანიშნული იქნა პაშა გალდავა, რომელმაც დიდი როლი შეასრულა სკოლის გაფართოების საქმეში. შემდეგ ღანირის საშუალო და დაწყებით სკოლებს სხვადასხვა წლებში ხელმძღვანელობდნენ გამოჩენილი ადამიანები: მიხეილ ჯიბლაძე, მარიამ ნადირაძე, ელგუჯა სულავა, ცისანა მებუკე, ქეთო მანჯგალაძე, რევაზ დანელია და სხვა. ქალბატონი ცისანა მებუკის ხელმძღვანელობით ღანირის საშუალო სკოლას ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები, რის შედეგადაც იგი გადაიქცა თანამედროვე ტიპის ლამაზ სასწავლო დაწესებულებად. მისივე ინიციატივით სკოლის ეზოში გაკეთდა სოფლის ღირსეულ მამულიშვილთა მუზეუმი. ბატონი რევაზ დანელია 42 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა ღანირის დაწყებით სკოლას , სადაც ყოველთვის მაღალ დონეზე იყო დაყენებული სასწავლო–აღმზრდელობითი პროცესი. მისივე დამსახურებაა, რომ 120 წლის შენობა, რომელიც პირველი სკოლა იყო სოფელ ღანირში დღესაც დგას და აგრძელებს ფუნქციონირებას. ღანირის სკოლებმა თავისი არსებობის მანძილზე ბევრი ცნობილი ადამიანები აღზარდეს. მათ შორის დიდი გეოფიზიკოსი, მეცნიერების ერთ –ერთი ღირსეული წარმომადგენელი, საზოგადო მოღვაწე და პატ რიოტი ბენედიქტე ბალავაძე, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში ვახტანგ ბალავაძე, საქართველოს დამსახურებული ქორეოგრაფი კონსტანტინე მანჯგალაძე, მეორე მსოფლიო ომის გმირი აკაკი ტერელაძე, აქვე მიიღო დაწყებითი განათლება დიდმა მსახიობმა ეროსი მანჯგალაძემ.

   სკოლას 1989 წლამდე ჰქონდა ურთიერთობა უკრაინის ქ. რჟიშჩევის ოლეგ კოშევოის სახელობის სკოლასთან. დაგეგმილია კვლავ აღდგეს მასთან ურთიერთობა.

   ღანირის საჯარო სკოლაში წარმატებით ხორციელდება განათლების რეფორმის დანერგვა. სუფევს მშვიდი, ჯანსაღი სამუშაო გარემო. მჭიდრო ურთიერთობა აქვს საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებთან. აქტიურად ეხმაურება ქვეყანაში მიმდინარე სასიკეთო პროცესებს.

   სკოლაში ფუნქციონირებს ქართული ხალხური სიმღერების შემსწავლელი გუნდი (ხელმძღვანელი ი. გელოვანი) და ცეკვის წრე.

   ღანირის სკოლას გააჩნია ღია და დახურული ტიპის სპორტული მოედნები, სასკოლო ბიბლიოთეკა, სოფლის ღირსეულ მამულიშვილთა მუზეუმი, მცირე ფასიანი ქონება, კომპიუტერები და სხვა სასწავლო ინვენტარი.

   დიდი ყურადღება ექცევა ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას. ტარდება მხიარული სტარტები. მიმდინარეობს შიდა სასკოლო პირველობები სპორტის თითქმის ყველა სახეობაში. გამარჯვებულის დაჯილდოება ხდება დიპლომებითა და გარდამავალი თასებით. განსაკუთრებით ძლიერია სკოლის ფრენბურთელთა და კალათბურთელთა გუნდი.

   სკოლაში ტარდება მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა. გამარჯვებული ჯილდოვდება დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით. ხშირად ეწყობა კლასგარეშე ღონისძიებები. სკოლაში დანერგილია ინტელექტუალური თამაშები.

   სკოლის სამომავლო გეგმებია პედაგოგიური კადრების პროფესიული განვითარებისათვის ზრუნვა, მატერიალურ– ტექნიკური ბაზის სრულყოფა, მიმზიდველი სასწავლო გარემოს შექმნა, მოსწავლეთა კონტიგენტის ზრდა.

სოფელი ღანირი

  • ნახვა: 2490