განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» იანეთის N1 საჯარო სკოლა
RDRC.GE
იანეთის N1 საჯარო სკოლა

■ იანეთის N1 საჯარო სკოლა

იანეთის N1 საჯარო სკოლა
ტელ:

 ზურაბ გეგუჩაძე

იანეთი ერთ-ერთი დიდი და ლამაზი სოფელია სამტრედიის რაიონში. იანეთის განათლების ტაძარი 109 წლისაა. იანეთში პირველი სკოლა 1900 წელს გაიხსნა, იგი ერთკლასიანი იყო და მდებარეობდა რკინიგზის ბაქანთან ახლოს. იგი ჯერ ორკლასიან, მოგვიანებით კი ოთხკლასიან სკოლად გადაკეთდა. XX საუკუნის 30-იან წლებში საქართველოში დაიწყო ზოგად-საგანმანათლებლო საშუალო სკოლების გახსნა. იანეთში საშუალო სკოლა გაიხსნა 1936 წელს. დირექტორად დაინიშნა გრიშა კალაძე. შემდგომ წლებში დირექტორები იყვნენ: პარმენ დავითის-ძე კოხრეიძე, დავით ნოშრევანის-ძე ლეკვეიშვილი, აკაკი პორფილეს-ძე ყუფარაძე, ავთანდილ თეოფანეს-ძე ნიკოლეიშვილი, გივი სიმონის-ძე კოხრეიძე, ამჟამად კი ზურაბ შალვას-ძე გეგუჩაძე.

2005 წელს სკოლა გადაკეთდა საჯარო სკოლად. 2007 წელს იანეთის №1 საჯარო სკოლას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სკოლების ოპტიმიზაციის შედეგად შემოუერთდა იანეთის №2 საბაზო სკოლა, მესხთა დასახლებიდან (იანეთის IX უბანი). ამჟამად იანეთის №1 საჯარო სკოლის დირექტორი არის ბატონი ზურაბ გეგუჩაძე, სასწავლო ნაწილის გამგე სასწავლო-აღმზრდელობით დარგში _ ნანი ქავთარაძე. სასწავლო ნაწილი №2 სკოლაში _ ხუჭუა პეტრე. კოორდინატორი _ თეა კოხრეიძე. მთავარი ბუღალტერი _ ბიჭიკო კოპალეიშვილი. ინფორმაციული მენეჯერი _ ეკა კოპალეიშვილი. სკოლაში ასწავლის 37 მასწავლებელი, აქედან 12 მასწავლებელი მესხთა დასახლებაში არსებულ სკოლაში და 25 მასწავლებელი ადგილზე მუშაობს. 10 ტექ-პერსონალი.

იანეთის №1 სკოლაში 2008-2009 სასწავლო წლისათვის ირიცხება 278 მოსწავლე. აქედან 29 მოსწავლე იანეთის №2 სკოლიდან. იანეთის №1 საჯარო სკოლა აქტიურად არის ჩართული სკოლების კომპიუტერიზაციის პროგრამა “ირმის ნახტომში“. რომლის დახმარებითაც სკოლას აქვს საკუთარი ვებ-გვერდი მისამართზე: www. ianeti1. skola. dlf. ge. ვღებულობთ მონაწილეობას პროექტებში: ლიტერატურული ჟურნალი “მზიანეთი“ (გამოსულია 4 ნომერი), “ალიანტე 2007“, პროექტი “ჩემი გარემო“, რომლის მისამართია www. garemo. dlf. ge /ianeti, კონკურსი მოსწავლეთა შორის მხატვრული კითხვის საუკეთესო ოსტატთა გამოსავლენად, ვატარებთ ინტეგრირებულ გაკვეთილებს და სხვა. იანეთის №1 საჯარო სკოლა მონაწილეობს პროექტში FFG _ სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა საქართველოში. რომლის შედეგადაც სკოლაში გვაქვს კაპიტალური სათბური, საფუტკრე მეურნეობა _ 7 ოჯახი სკა. გვყავს ტრაქტორი და ყველა ხელშემწყობი პროდუქტი. ბავშვები აქტიურად არიან ჩართული ამ საქმიანობაში. გვაქვს მეგობრობა ამერიკელ მოსწავლეებთან.

FFG მეურნეობას ხელმძღვენელობენ: ჟუჟუნა მჟავანაძე და ასმათ აბულაძე. იანეთის №1 სკოლაში 1993 წლიდან ფუნქციონირებს ფოლკლორის წრე, რომელსაც ხელმძღვანელობს ლოტბარი ნუნუ შანიძე-კოხრეიძე. იანეთის №2 საბაზო სკოლაში არასამთავრობო ორგანიზაცია “ტოლერანტის“ დაფინანსებით და ხელშეწყობით რეპატრირებული ბავშვები სწავლობენ სხვადასხვა ხელსაქმეს: თექა, გობელინი, ჭრა-კერვა, ქსოვა, ხეზე კვეთა და სხვა. 2006 წელს იანეთის №1 საჯარო სკოლამ მიიღო პრეზიდენტის საჩუქარი _ ავტობუსი, რომელიც ემსახურებოდა სკოლის მოსწავლეებს გადაყვანაში. მაგრამ №2 სკოლის შემოერთებით იანეთის №1 სკოლის ბიუჯეტი ძალიან შემცირდა და ვეღარ შეძლო საწვავის ხარჯების ანაზღაურება, ამ მიზეზით ეს პროცესი დროებით შეჩერებულია.

2008 წელს XI კალსის მოსწავლეები სალომე ჯვარშეიშვილი და თეონა კუჭუხიძე წარჩინებული სწავლისთვის დაჯილდოვდნენ პრეზიდენტის საჩუქრით _ პერსონალური კომპიუტერი. უნარიანი პედაგოგიური კოლექტივი დღესაც ენერგიულად განაგრძობს თავის თავზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, მომავალი თაობის ღირსეულად აღზრდის საკითხში და ვცდილობთ არ ჩამოვრჩეთ, ღირსეულად აუწყოთ ფეხი ყოველ ახალ სასარგებლო წამოწყებას.

სოფელი იანეთი.
e-mail: ianetis1skola@gmail.com

  • ნახვა: 2548