სამტრედიის მუნიციპალიტეტი

Samtredia Municipality

აუქციონი
ტენდერი
ფოტოგალერეა
00.00.00
გაიმართება
სამტრედიის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს სხდომა
» ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლა
ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლა
ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლა

  დირექტორი მანანა ხაზალია

ტელეფონი: 893-94-91-02

სკოლა დიდ ჯიხაიშში დაარსდა 1873 წელს. თავდაპირველად ორკლასიანი სასწავლებელი მოგვიანებით ოთხკლასიანად გადაკეთდა. სკოლას ჰყავდა ზედამხედველი. სწავლების ენა იყო რუსული. დემოკრატიული საქართველოს არსებობის პირობებში აქ არსებობდა პროგიმნაზია და გიმნაზია. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ფუნქციონირებდა 7 წლიანი სკოლა, რომელიც 1931 წელს გადაკეთდა საშუალო სკოლად.
ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლა მდებარეობს სოფლის ცენტრში. სკოლა 3 სართულიანია და გაანგარიშებულია 400 მოსწავლეზე. ძირითადი კორპუსის გარდა არის ე.წ. ,,დაწყებითების კორპუსი''. სკოლის ტერიტორია შეადგენს 29470 მ2. შენობის ფართობი - 1735,7 მ2. სკოლას აქვს სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა, კომპიუტერების ოთახი, რომელიც გათვლილია 20 კომპიუტერზე. გვაქვს 4 კომპიუტერი, სკოლა უახლოეს მომავალში ჩაერთვება ინტერნეტში. შენობაში განთავსებულია ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის კაბინეტები, რომლებიც მოითხოვს განახლებას. არსებობს აგრეთვე ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიისა და უცხო ენების კლას-კაბინეტები.
სკოლაში არის სამედიცინო პუნქტი. გააჩნია სპორტული მოედნები: ფრენბურთის, კალათბურთის, ფეხბურთის. აგრეთვე ფეხბურთის სტანდარტული სტადიონი.
2006 წელს ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლას ოპტიმიზაციის პროგრამით შეუერთდა ყაზბეგის უბანში არსებული N2 საბაზო სკოლა, რომლის ავარიული შენობის ადგილზე სამშენებლო ფირმა ,,მოდელმა'' ააშენა ევრო სტანდარტების შესაბამისი სკოლა 200 ბავშვზე გათვლილი და უსასყიდლოდ გადასცა ამ უბნის მოსახლეობას. ეს არის ორსართულიანი თანამედროვე ტიპის შენობა სპორტ-დარბაზით, კომპიუტერის ოთახით (3 კომპიუტერზე), სააქტო დარბაზითა და კლას-კაბინეტებით.
2006 წელს სკოლამ მიიღო ახალი სასკოლო ინვენტარი.
სკოლაში ფუნქციონირებს სხვადასხვა საგნობრივი წრეები; მუსიკალური, მხატვრული კითხვის; სპორტული წრეები: ფეხბურთის, კარატეს, მკლავჭიდის, მაგიდის ჩოგბურთის. არის სადისკუსიო კლუბი, სადაც სისტემატიურად ტარდება შეხვედრები გამოჩენილ ადამიანებთან, დისკუსიები საინტერესო თემებზე. აგრეთვე ინტელექტთამაშები: ,,რა? სად? როდის?''; ,,მხიარულა და საზრიანთა კლუბი''; ,,ოღონდ ქართულად ვილაპარაკოთ''; ,,ეტალონი'' და სხვა.
სკოლის მოსწავლეები სისტემატურად მონაწილეობენ და იმარჯვებენ რაიონულ, სამხარეო და რესპუბლიკურ საგნობრივ ტურებში. სკოლის მოსწავლეებმა (უკვე ყოფილმა) გაიმარჯვეს რესპუბლიკურ ოლიმპიადაში (სერგო ვაშაკიძემ). ისინი ამჟამად გერმანიის სხვადასხვა უნივერსიტეტში სწავლობენ. ჩვენი ყოფილი მოსწავლეები არიან საქართველოს უკვე შვიდ გზის ჩემპიონები ფრენბურთში სპორტკლუბ ,,ჯიკოს'' შემადგენლობაში. სკოლაში სწავლობს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის რამდენიმე პრიზიორი. სკოლის მოსწავლეები წარმატებით მოღვაწეობენ სხვადასხვა პროექტებში. მათ შორის აღსანიშნავია 2007 წელს ამერიკულ პროექტში ,,ჩვენ, ხალხი-პროექტი მოქალაქე”. აღნიშნული პროექტის პრეზენტაცია მოეწყო ქუთაისში 30-ე საჯარო სკოლაში, სადაც იმერეთის რეგიონის სოფლის სკოლებიდან მხოლოდ ჯიხაიშის სკოლა მონაწილეობდა. ამჟამად სკოლა სამტრედიის N1 საჯარო სკოლასთან ერთად მონაწილეობს ერთობლივ პროექტში ,,განახლებული გარემო''.
ამ სკოლაში მოღვაწეობდა ბევრი გამოჩენილი პედაგოგი. თავის დროზე სკოლასთან მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული ნ. ნიკოლაძის ოჯახის წევრები. ქალბატონმა რუსუდან ნიკოლაძემ სკოლას უსასყიდლოდ გადასცა მდიდარი ქიმიური ლაბორატორია. გიორგი ნიკოლაძე აქ ატარებდა მის მიერ შექმნილი სპორტული საზოგადოება ,,შევარდენის'' ტანმოვარჯიშეთა შეჯიბრებებს. ნ. ნიკოლაძის მეუღლემ ო. გურამიშვილმა კი აქ სახელოსნო გახსნა, სადაც გოგონებს ხელსაქმეს ასწავლიდნენ.
აქ მოღვაწეობდა ბევრი გამოჩენილი პედაგოგი, მათ შორის საქართველოს დამსახურებული მასწავლებლები: გიორგი სუსარეიშვილი, გრიგოლ და ქეთევან ნუცუბიძეები, სერგო ვაშაკიძე და სხვა. სკოლაში აღიზარდა მეცნიერების, ხელოვნების, კულტურის მრავალი გამოჩენილი მოღვაწე: წმინდა ნაზარე ლეჟავა. კონტრადმირალი ვლადიმერ ლეჟავა; მათემატიკოსი ათანოს ხარაბაძე, ლოტბარი გალაქტიონ ბიბილეიშვილი; ოპერის მომღერალი რევაზ კაკაბაძე; პროფესორები: ტრიფონ რუხაძე, ოთარ საღარეიშვილი, ცოტნე ხარაბაძე; დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსები: სერგო რუხაძე, სერგო ვაშაკიძე, ექიმი-პროფესორი შიო ლეჟავა, სანდრო ლეჟავა; აკადემიკოსი ივერი ფრანგიშვილი; ძმები რევაზ, დემური, გივი და თამაზ კოხრეიძეები. გიორგი ნიკოლაძის და ანდრია რაზმაძის თანამოაზრე, პირველი მათემატიკოსი, პროფესორი ქალი საქართველოში დარეჯან ვაშაკიძე. პოეტები: ნოე ჩხიკვაძე და გიორგი კაჭახიძე. მოქანდაკე ვლადიმერ ჩხეიძე. სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის პროფესორი კლიმენტი ლეჟავა, სამხატვრო აკადემიის დიზაინის კათედრის გამგე პროფესორი თამაზ ნუცუბიძე. ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი თეიმურაზ ნუცუბიძე და სხვები
  • ნახვა: 218
Уважаемый пользователь! Вы используете устаревший браузер Internet Explorer 6.
Дальнейшее использование этого браузера влечет за собой высокий риск заражения Вашего компьютера вирусами.
Чтобы сделать пребывание в Интернете более удобным и безопасным, рекомендуем установить себе    Internet Explorer 9