განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის დაბა კულაშის საჯარო სკოლა
RDRC.GE
სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის დაბა კულაშის საჯარო სკოლა

■ სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის დაბა კულაშის საჯარო სკოლა

სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის დაბა კულაშის საჯარო სკოლა
ტელ: 577 93 99 15

ნუგზარ კვანტალიანი

   სკოლას ჰყავს 38 თანამშრომელი. 28 პედაგოგი, 9 ტექპერსონალი.

   სკოლაში 2007 წლის 1 ოქტომბრის მონაცემებით სწავლობს 188 მოსწავლე.

   კულაშის საჯარო სკოლა მდებარეობს დაბა კულაშის ტერიტორიაზე. მისი ადგილმდებარეობის შესაბამისად ის ხელმისაწვდომია, როგორც კულაშის, ასევე მელაურის, ხუნჯულაურისა და ნინოშვილის მცხოვრებთათვის. შენობის ფართია 1926 კვ.მ. სკოლის ტერიტორიის ფართობია 3ჰა.

   სკოლა 1895 წელს დაუარსებია ვინმე ბერძენ მეცენატს კონსტანტინე კორნარს, შემდგომში როგორც ექიმი მკურნალს. თავდაპირველად სკოლა ყოფილა ორკლასიანი, შემდგომ ოთხკლასიანი. 1964 წელს სკოლას მიუშენდა ახალი წინა კორპუსი. 1987 წლიდან დაიწყო ახალი კორპუსის მშენებლობა, რომელიც, სამწუხაროდ, მიზეზთა გამო არ დასრულებულა.

   სკოლის პირველი ხელმძღვანელი, მისი დამაარსებელი კონსტანტინე მკურნალი იყო, რომელიც სკოლას 1895-1902 წლამდე ხელმძღვანელობდა.

   სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა მოძველებულია. უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე სკოლას არ მიუღია ახალი შევსება სასკოლო ინვენტარის სახით. საკუთარი ბიუჯეტიდან სკოლამ შეიძინა მერხები, კომპიუტერის მაგიდები, სკამები. სკოლამ მიიღო 10 ახალი კომპიუტერი პენტიუმ-4-ის მარკის. შეძლებისდაგვარად მოწესრიგებული გვაქვს კომპიუტერის ოთახი.

   სკოლაში სწავლება მხოლოდ ქართულ ენაზეა. გვაქვს მოპოვებული გრანტი სპორტული მოედნების რეაბილიტაციისათვის, რომელიც განხორციელდა პრეზიდენტის პროგრამით ,,გიორგი ნიკოლაძე”, თუმცა ჯერჯერობით მოედანი გარკვეულ მიზეზთა გამო არ გაგვიკეთებია.

   სკოლის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ როგორც სასკოლო, ასევე რაიონულ თუ რესპუბლიკურ ოლიმპიადებსა და სპორტულ ღონისძიებებში. გვყავს საქართველოს ჩემპიონი ჭიდაობაში მე-10 კლასელი რ. კანდელაკი, მე-5 კლასელი გ. ბოლქვაძე, პრიზიორი ზ. ახობაძე.

   ჩვენს სკოლაში აღიზარდნენ მრავალი თაობა ებრაელი მოსწავლეებისა, რომლებიც დღეს ისრაელში ცხოვრობენ. ისინი პერიუდულად ჩამოდინ კულაშში და ნახულობენ მათ მშობლიურ სკოლას. არის რამდენიმე შემოთავაზება მათი მხრიდან მოსწავლეთა შემოქმედებითი კოლექტივის ისრაელში გამგზავრების შესახებ. იმედს ვიტოვებთ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენს მოსწავლეებს ექნებათ საშუალება იმის მოინახულონ თავიანთი თანატოლები ისრაელში და აჩვენონ თავიანთი შემოქმედება.

   სკოლას განვითარების მრავალმხრივი პერსპექტივა გააჩნია. ის ცენტრალური გზის პირას დგას, ხელმისაწვდომია ახლომდებარე მოსახლეობისთვის, არის ძლიერად ნაშენი (თუმცა საჭიროებს კაპიტალურ შეკეთებას) აქვს დიდი მოცულობის ეზო. სკოლას ჰყავს კარგი, მაღალკვალიფიციური კადრები. მეგობრული და მშვიდი ატმოსფეროა სკოლაში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ტრადიციულ სკოლას ტრადიცია არა ტრაფარეტულად, არამედ ფაქტიურად, რეალურად დარჩება.

სოფელი კულაში რესპუბლიკის ქ. № 6

  • ნახვა: 2137