კალენდარი
«    ოქტომბერი 2017    »
ორსბოთხთპრშთკვ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
» მელაურის საჯარო სკოლა
მელაურის საჯარო სკოლა

დირექტორი ნინო ნიკოლეიშვილი

სკოლას ჰყავს 32 თანამშრომელი.მელაურის საშუალო სკოლა დაახლოებით 130 წელს ითვლის. იგი თავდაპირველად დაწყებითი საფეხურის იყო, ხოლო 1985 წელს გადაკეთდა არასრულ საშუალოდ.
1991 წელს ძველი სკოლის ბაზაზე აშენდა ახალი, კეთილმოწყობილი შენობა. მოსწავლეთა მშობლებისა და მთელი თემის მოთხოვნით სკოლა გადაკეთდა საშუალოდ.
სკოლას უჭირავს 16524 მ2 ფართობი. შენობა სამსართულიანია, აქვს სპორტული დარბაზი და სასადილო კორპუსი.
ამჟამად სკოლაში სწავლობს 189 მოსწავლე. სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე. სკოლას აქვს გარკვეული სპორტული მიღწევები. კერძოდ, ფუნქციონირებს კალათბურთელ გოგონათა გუნდი, რომელმაც 2006 წელს საქართველოს ბავშვთა ლიგაში მე-2 ადგილი დაიკავა. მოსწავლეებს დიდი მიღწევები აქვთ ჭიდაობაში. XI კლასელი სერგო კიღურაძე საქართველოს მრავალგზის ჩემპიონია.
სკოლამ გარკვეული მუშაობა გაწია გრანტებსა და პროექტებს მიმართულებითაც, რის საფუძველზეც საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,ქეამ” სკოლის სპორტულ დარბაზში დააგო ხის იატაკი.
2005 წელს სკოლის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა ნ. ნოვიკოვა.
მელაურის სკოლის აღზრდილები უმეტესწილად საზღვარგარეთის ქვეყანაში მოღვაწეობენ. მაგ. ექიმი მერაბ ჭანაშვილი და ისრაელის პარლამენტის წევრი ეფრაიმ გური, იგივე ეფრემ გურიელაშვილი.
  • ნახვა: 164
Уважаемый пользователь! Вы используете устаревший браузер Internet Explorer 6.
Дальнейшее использование этого браузера влечет за собой высокий риск заражения Вашего компьютера вирусами.
Чтобы сделать пребывание в Интернете более удобным и безопасным, рекомендуем установить себе    Internet Explorer 9