სამტრედიის მუნიციპალიტეტი

Samtredia Municipality

აუქციონი
ტენდერი
ფოტოგალერეა
00.00.00
გაიმართება
სამტრედიის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს სხდომა
» ნაბაკევის საჯარო სკოლა
ნაბაკევის საჯარო სკოლა
ნაბაკევის საჯარო სკოლა

დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნანა ჩომახიძე

სკოლა სოფელ ნაბაკევში მდებარეობს. ფართობი შეადგენს 24 917კვ/მ. ჰყავს 40 თანამშრომელი. საჯარო სკოლაში ამჟამად სწავლობს 226 მოსწავლე.ფუნქციონირებს თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი კომპიუტერული ლაბორატორია ინტერნეტში ჩართული 11 კომპიუტერით. სკოლა მთლიანად აღჭურვილია თანამედროვე ტიპის სასწავლო მერხებით.
■ ნაბაკევის საშუალო სკოლის არსებობის ისტორიიდან
1882 წელს ადგილობრივი მოწინავე ინტელიგენციისა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თაოსნობით გაიხსნა ორკლასიანი სასწავლებელი, რომელიც მოთავსებული იყო ერთსართულიანი ხის ექვსოთახიან შენობაში, ახლად გახსნილ სკოლაში მუშაობდა 5 მასწავლებელი.
1910-იან წლებში, იმავე ეზოში, ზემოთ ხსენებული სკოლის შენობიდან სამხრეთით, 20-30 მეტრის დაშორებით, აშენდა მეორე ხის შენობა 12 ოთახით.
1922 წლიდან კულაშის ორკლასიანი სასწავლებელი გადაკეთდა შოთა რუსთაველის სახელობის დაწყებით ოთხკლასიან სკოლად. იმ დროისთვის მოსწავლეთა რაოდენობა 150-მდე აღწევდა 8-10 მასწავლებლით.
1937 წლიდან დაწყებითი სკოლა გადაკეთდა 7 წლიან სკოლად, ამ დროისთვის მოსწავლეთა რაოდენობა აღწევდა 350-ს, 12-14 კლასით და 20-25 მასწავლებლით. 1942 წლიდან 7 წლიანი სკოლა გადაკეთდა საშუალო სკოლად.
1948 წლიდან საშუალო სკოლა კვლავ გადაკეთდა 8 წლიან სკოლად, ხოლო 1952 წლიდან ისევ საშუალო სკოლად. არსებული ხის სასკოლო შენობა ვერ აკმაყოფილებდა სკოლის მოთხოვნებს, მეცადინეობა წარმოებდა ორ ცვლად. ამას ისიც ემეტებოდა, რომ სკოლასთან 1946 წლიდან 1987 წლამდე არსებობდა მუშა ახალგაზრდობის საღამოს სკოლა. ყოველივე ზემოთ აღნიშნულმა დღის წესრიგში დააყენა ახალი ტიპური სასკოლო შენობის აგების საკითხი. 1958 წლის 1 სექტემბრიდან მუშაობას შეუდგა ახალი 3 სართულიანი შენობა, ახალი სასკოლო ინვენტარითა და საჭირო მოწყობილობით. 60-იან წლებში მოსწავლეთა კონტიგენტის მნიშვნელოვნად ზრდის გამო აუცილებელი გახდა სასკოლო შენობის ძირითად კორპუსზე მიშენება, სასკოლო ოთახების გაზრდის მიზნით. სკოლა უზრუნველყოფილი იყო ცალკეულ საგნებში კაბინეტ-ლაბორატორიებითა და ტექნიკური საშუალებებით.
1968-71 სასწავლო წლებში ვანო სტურუას სახელობის საშუალო სკოლაში სწავლობდა 1200-მდე მოსწავლე 30-33 კლასითა და მუშაობდა 65-მდე მასწავლებელი. უნდა აღინიშნოს, რომ 1971 წლამდე მოსწავლეთა უმრავლესობას ებრაელი მოსწავლეები შეადგენდნენ.
1970 წლიდან მოსწავლეთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა ებრაელთა ისრაელში საცხოვრებლად გადასვლის გამო. თუკი 1967-70 წლებში სკოლაში ებრაელ მოსწავლეთა საერთო რაოდენობა 700-ზე მეტი იყო , 1982-83 სასწავლო წლისთვის სკოლაში სულ 413 მოსწავლე ირიცხებოდა. ნაბაკევის საშუალო სკოლა ცნობილი რევოლუციონერის ვანო სტურუას სახელს 1931 წლიდან ატარებს.
სკოლა აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს. მათ შორისაა ,,გზა მომავლისკენ ”, რომლის მიხედვით კონკურს ,,ირმის ნახტომში” მოიპოვა გამარჯვება და სკოლას გადაეცა კომპიუტერები.
დაარსების დღიდან სხვადასხვა დროს სკოლაში აღზრდილი მრავალი ადამიანი არის ცნობილი. უფროსი თაობიდან: სტურუა ვასილ ნიკოლოზის-ძე, სტურუა რაჟდენ არსენის-ძე, სტურუა ალექსანდრე არსენის-ძე, ხაჟალია გიორგი ილარიონის- ძე. სოციალისტური შრომის გმირი-გიორგი სტურუა. დიდ სამამულო ომში სახელმოხვეჭილი გენერალი-კალაძე ნიკოლოზ ივანეს-ძე. საბჭოთა კავშირის გმირი მაიორი- შენგელია გიორგი დავითის-ძე, შენგელია გრიშა ნოეს-ძე. კეკელია მიხეილ მიხეილის ძე-იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი. ახობაძე მიხეილ ვარლამის ძე- ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. ქართველიშვილი კამო გიორგის ძე-დოცენტი. სალაყაია რეზო- მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. ჯულუხიძე გრიგოლ გერონტის ძე- პოეტი. მიხელაშვილი მიშა შოთას ძე- ექიმი-კარდეოლოგი. კანდელაკი ზურაბ მაქსიმეს ძე- ექიმი-პედიატრი.
ნაბაკევის საჯარო სკოლა სხვა სკოლებისაგან გამოირჩევა იმით, რომ აქვს ძალიან კარგი ტერიტორიული მდებარეობა და ემსახურება 7 სოფელს. სკოლა სხვა სოფლის სკოლებისგან განსხვავებით ჩართულია ინტერნეტში.
  • ნახვა: 183
Уважаемый пользователь! Вы используете устаревший браузер Internet Explorer 6.
Дальнейшее использование этого браузера влечет за собой высокий риск заражения Вашего компьютера вирусами.
Чтобы сделать пребывание в Интернете более удобным и безопасным, рекомендуем установить себе    Internet Explorer 9