განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა ვალერი ფოცხვერიასთან განსახორციელებელი პროექტი განიხილეს
RDRC.GE
წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა ვალერი ფოცხვერიასთან განსახორციელებელი პროექტი განიხილეს
კატეგორია:  სიახლე

დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია, საქართველოს წითელი ჯვრის წარმომადგენლებს შეხვდა.

   საქართველოს წითელი ჯვრის, საზოგადოების სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა ნინო დიდბერიძემ, ახალგაზრდული პროექტის, ,, ახალგაზრდების თანამონაწილეობა აქტიურ მოქალაქეობაში" კოორდინატორმა რომან ავალიანმა და სამტრედიის წითელი ჯვრის ადგილობრივი ფილიალის კოორდინატორმა ნათია პაპავამ, მუნიციპალიტეტის მერთან სხვადასხვა პროექტებზე ისაუბრეს. მათ შორის პილოტურ პროექტზე , რომლის ხანგრძლივობა ერთი წელია და გულისმხობს, სამტრედიის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დევნილების და სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების გააქტიურებას, ლიდერობის უნარის შეძენას და ჩართულობას სხვადასხვა სოციალურ პროექტებში, როგორიცაა ინოვაციური ბანაკები, რეკრეაციული ზონების და ახალგაზრდული სივრცეების მოწყობა. წითელი ჯვრის ორგანიზაცია სამტრედიაში ორი წელია აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს.

      როგორც წარმომადგნელებმა აღნიშნეს, სამტრედიის მერი ვალერი ფოცხვერია ყოველთვის მხარში უდგას წითელი ჯვრის საქმიანობას სამტრედიაში. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მუნციპალიტეტის მერს აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადეს.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 1497