საიტი განახლების რეჟიმშია
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
18.12.2017 11.00 საათზე
გაიმართება
სამტრედიის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს სხდომა
განცხადება

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის გეგმა (2018-2022წ) მზად არის და წარმოდგენილია საჯარო განხილვისთვის.
დაინტერესებულ პირებს საჯარო განხილვის შესახებ განცხადების გამოქვეყნებიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში ( 7 დეკემბრიდან - 13 დეკემბრის ჩათვლით) შეუძლიათ წარმოადგინონ შენიშვნები სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში (ქალაქი სამტრედია, რესპუბლიკის ქ. #6).
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის გეგმის (2018-2022წ) განხილვა ზეპირი მოსმენით სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში მოხდება 2017 წლის 14 დეკემბერს 13:00 საათზე (ქალაქი სამტრედია, რესპუბლიკის ქ. #6).
დაგვიკავშირდით: 598-24-11-45
darjania.lika@yahoo.com
გვერდის ბეჭდვა

RDRC

სამტრედიის მაცნე

KYOKUSHINKAI KARATE

PHOTO GALLERY

» » სამტრედია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეს შეუერთდა
სამტრედია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეს შეუერთდა
კატეგორია:  სიახლე

   დღეს სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა დღის ცენტრ ,, ლამპარს“ ადგილობრივი ხელისუფლება , მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი და წითელი ჯვრის წარმომადგენლები ესტუმრნენ.

   ტრადიციად ქცეული შშმ ბავშვთა საერთაშორისო დღესთან აღსანიშნავად მუნიციპალიტეტის მერმა სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად პატარებს ტკბილეული გადასცა . ,, ჩვენი მიზანია გვერდით დავუდქეთ სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს და მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ მათი ცხოვრება ხალისიანი და კომფორტული გავხადოთ“ –განაცხადა ვალერიან ფოცხვერიამ.

   სამტრედიის ადგილობრივი წითელი ჯვრის წარმომადგენელმა ნათია პაპავამ ,, ლამპარის“ აღსაზრდელებს სპეციალური ლოგოთი დამზადებული ტორტი და საკანცელარიო ნივთები უსახსოვრა.

   დღეს დღის ცენტრში 15 აღსაზრდელია და მათ მოვლა – განათლებაზე სამი პედაგოგი ზრუნავს. ,, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერს ზრუნვისთვის და მაჟორიტარ კანდიდატს გია მიქელაძეს. დეპუტატმა მუსიკის მასწავლებლის ხელფასი და სამი პედაგოგის სახელფასო დანამატი დაგვიფინანსა“ – აღნიშნა დღის ცენტრის არტ თერაპიის პედაგოგმა შუქია თვალავაძემ. დღის ცენტრის აღსაზრდელებმა და პედაგოგებმა ბამბით ხელნაკეთი მიქელაძეების გერბი საჩუქრად გადასცა პარლამენტის წევრს გია მიქელაძეს.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 158
კომენტარის დამატება
Полужирный Наклонный текст Подчеркнутый текст Зачеркнутый текст | Выравнивание по левому краю По центру Выравнивание по правому краю | Вставка смайликов Вставка ссылкиВставка защищенной ссылки Выбор цвета | Скрытый текст Вставка цитаты Преобразовать выбранный текст из транслитерации в кириллицу Вставка спойлера

Уважаемый пользователь! Вы используете устаревший браузер Internet Explorer 6.
Дальнейшее использование этого браузера влечет за собой высокий риск заражения Вашего компьютера вирусами.
Чтобы сделать пребывание в Интернете более удобным и безопасным, рекомендуем установить себе    Internet Explorer 9