განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » მუნიციპალიტეტის მერი ღანირის საჯარო სკოლას ესტუმრა
RDRC.GE
მუნიციპალიტეტის მერი ღანირის საჯარო სკოლას ესტუმრა
კატეგორია:  სიახლე

   სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერიან ფოცხვერია, კულტურის სამსახურის უფროსი ნატალია მანჯგალაძე, საკრებულოს წევრები ბადრი შენგელია და შალვა არზუმანიანი სტუმრად იმყოფებოდნენ სოფელ ღანირის საჯარო სკოლაში.

   განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის ფარგლეში ,, თავისუფალი გაკვეთილი“ კონკურსში პედაგოგმა იამზე ყურაშვილმა გაიმარჯვა.

   შედეგად კი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით ღანირის სკოლაში პროექტი დაფინანსდა, რომელიც მიზნად ისახავს სკოლაში თეატრალური წრის ჩამოყალიბებას. ახალგაზრდებმა რამდენიმე ნაწარმოები განიხილეს და საბოლოოდ დავით კლდიაშვილის ,, დარისპანის გასაჭირის“ დადგმაზე შეთანხმდნენ.

,, ამაყი ვარ რომ მოსწავლეებმა ოსტატურად და პროფესიონალურად წარმოადგინეს სპექტაკლი. მომეწონა იმპროვიზაციები, რომლისთვისაც უდიდეს მადლობას ვუხდი პედაგოგ იამზე ყურაშვილსა და სკოლის დირექტორს გოჩა დანელიას“ აღნიშნა ვალერიან ფოცხვერიამ.

  სოფელ ღანირის სკოლის დირექტორმა მუნიციპალიტეტის მერს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ ვალერიან ფოცხვერიას გვერდით დგომას თითოეული მოსწავლე და ღანირელი გრძნობს.

   შეხვედრის ბოლოს მუნიციპალიტეტის მერმა ღანირის თემში საბავშვო ბაგა–ბაღის მშენებლობის მიდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა, რომელიც მუნიციპალიტეტის დაფინანსებით მიმდინარეობს.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 1207