სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2023-2026 წლის საშუალოვადიანი განვითარების გეგმა
HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72
სამტრედიის მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა. 2017 წელს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა დავით ნიკოლეიშვილმა, ალიკო ნაცვლიშვიმა და ლაშა ორმოცაძემ, სამტრედიის ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს, რომელიც საზოგადოებას გააცნეს. გეგმა ითვალისწინებს პრევენცია, შემცირება, რეციკლირირება, აღდგენა, განთავსებას. ნაგავსაყრელი მოეწყობა ქალაქ ქუთაისის სოფელ ჭოგნარის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც განთავსდება გადამტვირთი სადგური, რომელსაც ოპერირებას,, მყარი ნარჩენების“ კომპანია გაუწევს. აღსანიშნავია, რომ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ–ერთი პრიორიტეტი სწორედ სუფთა და ეკოლოგიურად უსაფრთხო ქალაქია. საკითხთან დაკავშირებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც სხვა და სხვა სტრუქტურაში დასაქმებული მოქალაქეებით დაკომპლექტდა, ხოლო ჯგუფის ხელმძღვანელი მუნიციპალიტეტის ეკონომიკის, სტატისტიკის, ქონების მართვის და სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსი ნოე ივანიაძე გახლავთ. გეგმა რატიფიცირებული დოკუმენტი უახლოეს მომავალში იქნება და შესაბამისად განხორციელება 2018 წლიდან დაიწყება.