სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2023-2026 წლის საშუალოვადიანი განვითარების გეგმა
HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72
29 დეკემბერს ვალერიანე ფოცხვერია ესტუმრა ილორში არსებულ განახლებულ დენდროლოგიურ პარკს. პარკის კეთილმოწყობაზე იზრუნა მე–11 საჯარო სკოლის ეკო–კლუბის წევრებმა ,მასწავლებლებმა და პროექტის ხელმძღვანელმა მაია ლორიამ. კლიმატისა და ბუნებრივი გარემოს თემატიკაზე შექმნილმა პროექტმა გაიმარჯვა და მიიღო დაფინანსება არასამთავრობო ორგანიზაცია „ორბელიანი საქართველო“–სგან. დაფინანსების შედეგად მოპოვებული თანხებით მოხალისეებმა დააყენეს ახალი ჭიშკარი, გაამაგრეს ღობე, დააგეს ბეტონის საფარი და გააკეთეს თაღი. უპრეცედენტო მოვლენას წარმოადგენს ის, რომ შეიქმნა კატალოგი, რომელშიც დიფერენცირებულია პარკში არსებული ხეების ჯიშები და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოიპოვოს სასურველი ინფორმაცია. ასევე შეიქმნა იშვიათი ჯიშის ხეების სახელწოდებით ჟეტონები, რომლებიც დღეს საზეიმო ვითარებაში კლუბის წევრებმა, მასწავლებლებმა, ამ საქმეში ჩართულმა პირებმა და მერმა დაამაგრეს ხეებზე. მაია ლორია ეკო–კლუბისა და სკოლის სახელით მადლობას უხდის ორგანიზაცია „ორბელიანი საქართველო“–ს, ასევე ბატონ ვალერი კახიანს, რომელიც აქტიურად იყო ჩართული კეთილმოწყობის საქმეში და ბატონ ვალერიანე ფოცხვერიას მხარდაჭერისთვის.