სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2023-2026 წლის საშუალოვადიანი განვითარების გეგმა
HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72
2018 წელს № 1 ბაგა–ბაღში სასწავლო პროცესი განახლებული ინფრასტრუქტურით დაიწყო. მოგახსენებთ, რომ სამტრედიის მერის ვალერიან ფოცხვერიას ინიციატივით მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაგა–ბაღში განახლებული კვების სისტემა ამუშავდა. №1 ბაგა–ბაღის რეაბილიტაცია, რომელიც მუნიციპალიტეტის დაფინანსებით შესრულდა, შენობის სრულ განახლებას ითვალისწინებს. მუნიციპალიტეტის მერმა, მერის მოადგილემ დავით ბახტაძემ, კულტურის სამსახურის უფროსმა ნატალია მანჯგალაძემ, ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ხათუნა გაგუამ და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა საზეიმო ვითარებაში გახსნეს რეაბილიტირებული შენობა.
№1 ბაგა–ბაღის ხელმძღვანელმა მარინე შენგელიამ მადლობა გადაუხადა ვალერიან ფოცხვერიას და სრულიად ადგილობრივ ხელისუფლებას გვერდით დგომისთვის.