განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე საბიუჯეტო ცვლილებები განიხილეს
RDRC.GE
საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე საბიუჯეტო ცვლილებები განიხილეს
კატეგორია:  სიახლე

11 ივნიის სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩატარდა,სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა ძიძიგური უძღვებოდა.დეპუტატებმა საკრებულოს სხდომაზე 4 საკითხი განიხილეს. სუბსიდიის სახით 177 000 ლარი დაემეტა სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამწვანებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებას.თანხის დიდი ნაწილი 162 000 მოხმარდება აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებების ჩატარებას.ასევე სუბსიდიის სახით 15 000 ლარი დაემატა კომუნალური გაერთიანების ბიუჯეტს,მატება ახალი სანაგვე ურნების განთავსებამ გამოიწვია,დანამატი თანხით განხორციელდება სატრანსპორტო მომსახურეობა. შიდამუხლობრივი ცვლილება განხორციელდა ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის ცენტრის მიმდინარე წლის ბიუჯეტში.აღნიშნული ცვლილებები სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტზე აისახა.საბიუჯეტო საკითხები დეპუტატებს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ შალვა არზუმანიანმა წარუდგინა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 1318