განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ,,ლილე” - PRODUCTION –მა წარმოგვიდგინა
RDRC.GE
,,ლილე” - PRODUCTION –მა წარმოგვიდგინა
კატეგორია:  სიახლე

,,ლილე” - PRODUCTION გრანდიოზული კონცერტი და სრული ანშლაგი სამტრედიის მუნიციპალიტეტის ეროსი მანჯგალაძის კულტურის ცენტრში . სამტრედიის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლთან არსებული ფოლკლორული თეატრი ,,ლილე“ შემაჯამებელი კონცერტით მაყურებლის წინაშე წარსდგა. ფოლკლორული თეატრის ხელმძღვანელი გელა თურმანიძე , სამხატვრო ხელმძღვანელი მამუკა მხეიძე, მთავარი ქორეოგრაფი მაკა მეფარიშვილი ნოვატორული პროექტების ავტორები არიან. შემოქმედებითი კოლექტივი მუდამ განახლების პროცესშია. დებიუტანტი ქორეოგრაფები ომარ ინასარიძე და მარი შარაშენიძე მაყურებლი არაჩვეულბრივი ცეკვა ,,ფარიკაობითა“ და ,, ხორუმით „ მოხიბლა. საგასტროლო ტურნე ბაქოში, საერთაშორისო ფესტივალი ქობულესა და ბათუმში ეს 2017 წლის წარმატებების მოკლე ჩამონათვალია. ფოლკლორული თეატრი აქტიურად მონაწილეობს მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილ ყველა ღონისძიებაში. სამტრედიელებს ჩვეულებრივი შემოდგომა არაჩვეულებრივ განწყობას შეუქმნის ვინაიდან, როგორც ,,ლილეს“ სამხატვრო ხელმძღვანელმა მამუკა მხეიძემ დააანონსა სწორედ შემოდგომაზეა დაგეგმილი ,, ლილეს „ 10 წლისადმი მიძღვნილი კონცერტი. ,, ლილე „ მუდმივად ანებივრებს საზოგადოებას კრეატიული პროექტებით. ამჟამად ტრადიციულად სასიამოვნოდ გაგვაკვირვა. მადლობა ,, ლილეს“ ხელმძღვანელებს მე მუდამ მათ გვერდით ვარ და ვიქნები “ – აღნიშნა სამტრედიის მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის დირექტორმა ტატა გოგუაძემ.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 1437