განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » საჭიდაო კლუბ ,,ფალავანის“ წევრმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
RDRC.GE
საჭიდაო კლუბ ,,ფალავანის“ წევრმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
კატეგორია:  სიახლე

სამტრედიელი ედემ ბოლქვაძე თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატი გერმაინიაში, ქალაქ დორტმუნდში გაიმართა. საჭიდაო კლუბ ,,ფალავანის“ წევრმა შეჯიბრის მიმდინარეობისას შეხვედრები მაკედონიის, პოლონეთის, თურქეთისა და შვედეთის წარმომადგენლებთან გამართა. მესამე–მეოთხე ადგილისთვის ედემ ბოლქვაძე შვედეთის წარმომადგენელს შეხვდა. დაძაბულ ორთაბრძოლაში მან 5–1 მოწინააღმდეგე დაამარცხა და საბოლოოდ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მფობელიც გახდა. საჭიდაო კლუბ ,,ფალავანში“ ედემ ბოლქვაძეს მწვრთნელები ბიძინა მელაშვილი და ზაზა არქანია არიან. სამომავლოდ ედემ ბოლქვაძე მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღებს, რომელიც 1–4 აგვისტოს ფინეთში გაიმართება.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 1201