განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სოფელ ღანირში მოსახლეობას უფასო გამოკვლევები ჩაუტარდა
RDRC.GE
სოფელ ღანირში მოსახლეობას უფასო გამოკვლევები ჩაუტარდა
კატეგორია:  სიახლე

უფასო სკრინინგის პროგრამის ფარგლებში სოფელ ღანირში ადგილობრივებისთის უფასო გამოკვლევები ჩატარდა. გამოკვლევებში მონაწილეობა შესაბამისი მიზნობრივი ასაკის მქონე მოქალაქეებს შეეძლოთ. მთელი დღის განმავლობაში ღანირის თემში მცხოვრებთ შესაძლებლობა ჰქონდათ პროგრამით გათვალისწინებული სხვადასხვა გამოკველვები ჩაეტარებინათ. ძუძუს კიბოს, საშვილოსნოს ყელის , პროსტატის კიბოს და კოლორექტული კობოს სკრინინგი, პროგრამის ფარგლებში მოსახლეობისთვის მთლიანად დაფინანსდა. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ველერიანე ფოცხვერიას თქმით, პროგრამა რომელიც უფასო გამოკვლევებს ითვალისწინებს, სამტრედიის სხვადასხვა სოფლებშიც ჩატარდება. ,, ჩვენ დავპირდით მოსახლეობას, რომ მსგავსი პროგრამები სხვადასხვა სოფლებში ჩატარდებოდა. როგორც ხედავთ დღეს უფასო გამოკვლევები სოფელ ღანირში მიმდინარეობს. გამოკვლევები მოსახლეობას უფასოდ უტარდებათ და თუკი შემდგომი პროცესები მოითხოვს ჩვენს მონაწილეობას, ადგილობრივი ხელისუფლება მოქლაქეებს აუცილებლად დაეხმარება“ -განაცხადა ვალერიანე ფოცხვერიამ. უფასო სკრინინგის პროგრამა მარტის თვიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ხორციელდება. მიმდინარე კვირაში პროგრამით სარგებლობა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას შეეძლება.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 1197