განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სამტრედიში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.
RDRC.GE
სამტრედიში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.
კატეგორია:  სიახლე

დღეს სამტრედიაში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული გმირები გაიხსენეს. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვალერი ფოცხვერიამ, გამგებლის მოადგილეებმა ლიზა კრავეიშვილმა და დავით ბახტაძემ, კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ნატალია მანჯგალაძემ და სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ნუგზარ ჯამბურიამ ქალაქში გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს. როოგრც სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვალერი ფოცხვერიამ აღნიშნა, ომში დაღუპული სამტრედიელი ჯარისკაცები მომავალი თაობისთვის გმირები არიან. ,,ბევრი სამტრედიელი მონაწილეობდა ამ ომში. მათო შორის ოთხი გმირულად დაიღუპა. ისინი გმირობის მაგალითები არიან მომავალი თაობისთვის. საქართველოს ტეტორიები აქვს დაკარგული და ეს ტერიტორიები უნდა დავიბრუნოთ“ -აღნიშნა ვალერი ფოცხვერიამ. სამტრედიაში გმირთა მემორიალის ყვავილებით შემკობის შემდგე, სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვალერი ფოცხვერიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამტრედიელი ჯარისკაცების სასაფლაოები ყვავლებით შეამკეს და დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 9 წელი შესრულდა. საქართველოში რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 14 პოლიციელი, ხოლო 1 747 დაიჭრა. სახლები დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე. რაც შეეხება ომში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს, თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სულ დაღუპულად 169 სამხედრო მიიჩნევა, აქედან ხუთი უგზო-უკვლოდ დაკარგულია.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 1579