განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » გაღმა ზონაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
RDRC.GE
გაღმა ზონაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
კატეგორია:  სიახლე

სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვალერიანე ფოცხვერიამ სოფელ ზემო ნოღაში გზის მოხრეშვითი სამუშაოები დაათვალიერა. აღსანიშნავია, რომ რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტით ფინანსდება. საჯავახოს, გორმაღლისა და ტოლების თემისთვის სულ 115 ათასი ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ევრო ტექნიკსი“ ასრულებს. ,, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ადგილობრივ ხელისუფლებას კერძოდ გამგებელს ვალერიან ფოცხვერიას . კიდე უფრო გამარტივდება ქალაქში ჩასვლა, რაც მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანესია. “– განაცხადა სოფელ ზემო ნოღის მკვიდრმა რუსუდან ბოლქვაძემ. გაღმა ზონაში მსგავსი მაშტაბის სამუშაოები მხოლოდ 2017 წელს დაიწყო , რომელიც ერთვი თვის განმავლობაში დასრულდება. ,, მაქსიმალურად მოვახერხეთ თანხების მობილიზება. ჩვენთვის ამ კონკრეტულ შემთხვევაში პრიორიტეტულია გაღმა ზონაში გზების მოწესრიგება. მინდა ავღნიშნო, რომ მომავალ წელს ეტაპობრივად ამავე ზონაში ბეტონის გზის დაგება დაიწყება“ – აღნიშნა მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვალერიანე ფოცხვერიამ.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 1581