განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ,,სოციალური სკივრი“ სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის
RDRC.GE
,,სოციალური სკივრი“ სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის
კატეგორია:  სიახლე

,,სოციალური სკივრი“ სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის

2017 წლის ყველაზე ჰუმანური და კრეატიული იდეის ავტორები განათლების, სპორტისა და ახალგაზრდული სამსახურის წამყვანი სპეციალისტი ლაშა ლორია და მესამე საჯარო სკოლის მე–11 კლასის მოსწავლე ზურა ახობაძეა. 
   პროექტის მიზანია სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების ტანსაცმელითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით დახმარება. 
   აღნიშნული აქტივობა გამგეობისა და კერძოდ კულტურის სამსახურის ორგანიზებით განხორციელდა, რაც ერთჯერადი არ არის და მომავალში დიდი გამოწვევების წინაშეც დგას. ,, ყოველთვის მხარსდავუჭერ 
მსგავს ღონისძიებებს. ეს არის ერთ–ერთი საინტერესო და ამავდროულად სასარგებლო სოციალური პროექტი, რომელიც სამტრედიაში საყოველთაო უნდა გახდეს“ – მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალერიანე ფოცხვერია. 

   მომავალ კვირას აქციას მუნიციპალიტეტის საინფორმაციო ცენტრი შეუერთდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ მსურველს შეუძლია მცირედი წვლილი გაიღოს იდეის განხორციელებაში. ,, ჩამოყალიბებულია მოხალისეობრივი ჯგუფი. ნებისმიერ მსურველს შეუძლია შემოგვიერთდეს და იყოს კეთილი საქმის გამზიარებელი. 
   მნიშვნელოვანია გაიზარდოს მოხალისეობრივი კულტურა. “ –აღნიშნა ლაშა ლორიამ. #ადამიანიადამიანისთვისდღეა

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 1272