განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სამტრედია დასუფთავების საერთაშორისო კამპანიას შეუერთდა
RDRC.GE
სამტრედია დასუფთავების საერთაშორისო კამპანიას შეუერთდა
კატეგორია:  სიახლე

საქართველო ყოველ წელიწადს აქტიურად უერთდება გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) მიერ ინიცირებულ კამპანიას -„დავასუფთავოთ მსოფლიო-დავასუფთავოთ საქართველო“. წელს დასუფთავების აქცია 15-16-17 სექტემბერს იმართება. ქალაქ სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები, ა(ა)იპ სამსახურების თანამშრომლები, სკოლის მოსწავლეები და საბავშვო ბაღების აღსაზრდელები დასუფთავების აქციაში 16 სექტემბერს ჩაერთვნენ. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები სამტრედიის სხვადასხვა ტერიტორიას ასუფთავებდნენ, მათ შორის კოსტავას, დიდგორის, ლაშა თევზაძისა და ფარნავაზის ქუჩებს. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ბახტაძემ სამტრედიის დენდროლოგიური ბაღი და სოფელ ხუნჯულაურში ე.წ. წყაროს ტერიტორია დაასუფთავა ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად.დასუფთავების აქციას ადგილობრივები, მათ შორის პატარებიც შემოურთდნენ. კამპანია „დავასუფთავოთ სამყარო“ გარემოს დაცვის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილმასშტაბიანი კამპანიაა, რომელსაც საფუძველი 1992 წელს ჩაეყარა და უკვე 135 ქვეყანას საქართველოს კი 2010 წლიდან აერთიანებს. კამპანიის წლევანდელი დევიზია-„ჩვენი ქვეყანა...ჩვენი პლანეტა...ჩვენი პასუხისმგებლობა“ საქართველოში აქციის ორგანიზატორები არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები“ და საქართველოში შვედეთის საელჩო.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 1214