განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სამტრედიაში ვალიკო კოპალეიშვილის ძეგლი დაიდგა
RDRC.GE
სამტრედიაში ვალიკო კოპალეიშვილის ძეგლი დაიდგა
კატეგორია:  სიახლე

   ქალაქ სამტრედიაში, ე.წ. "ხ.დ.კ."-ის დასახლებაში ვალიკო კოპალეიშვილის სახელის უკვდავსაყოფად მისივე ბიუსტი დაიდგა. იდეის ავტორი თამაზ მურღულაიაა, ხოლო ორგანიზატორები ვალიკო კოპალეიშვილის შვილიშვილები გიორგი და სოფიკო შუბლაძეები. იდეის განხორციელებაში მთავარი წვლილი შეიტანა სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობამ.

    ძეგლი საზეიმო ვითარებაში გახსნეს იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, სამტრედიის მაჟორიტარმა დეპუტატმა გრიგოლ მიქელაძემ და სამტრედიის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ბახტაძემ ქალაქის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად.

   გახსნის ცერემონიაზე სამტრედიის საკრებულოს მიერ შემუშავებული დადგენილება გადაეცა ვალიკო კოპალეიშვილის შვილს. დადგენილება ითვალისწინებს "ხ.დ.კ"ის დასახლების ტერიტორიაზე არსებული სკვერისათვის ვალიკო კოპალეიშვილის სახელის მინიჭებასა და ამავე ტერიტორიაზე მისი ბიუსტის არსებობას.

   ვალიკო კოპალეიშვილს მოიხსენიებენ, როგორც, მეცენატსა და ქველმოქმედს. ის იყო ქალაქის საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე, შემდეგში ხის დამამუშავებელი კომბინატის დირექტორი, მის სახელს უკავშირდება რვა ხუთსართულიანი და ერთი ცხრასართულიანი კორპუსის მშენებლობა, საბავშვო ბაღის, კულტურის ცენტრის დაარსება და პირველი ტროლეიბუსის შემოყვანა სამტრედიაში. შთამომავლები და თანამშრომლები ვალიკო კოპალეიშვილს იხსენებენ, როგორც, საქვეყნოდ ცნობილ, სამართლიანსა და შრომისმოყვარე პიროვნებას.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 2643