განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » სამტრედიის გამგებელმა მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა
RDRC.GE
სამტრედიის გამგებელმა მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა
კატეგორია:  სიახლე

სამტრედიის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვალერიანე ფოცხვერიამ, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ზურაბ გოგიამ და შესყიდვების განყოფილების უფროსმა ირაკლი სულავამ. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სოფელ ღანირში საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი დაათვალიერეს. სამშენებლო სამუშაოსთვის გამოყოფილი თანხა 155 ათას ლარს შეადგენს. თანხა აგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. პროექტზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. „ამაგი“ მუშაობს. მშენებლობა უახლოეს მომავალში დასრულდება. მუნიციპალიტეტის გამგებელმა და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ასევე ,რესპუბლიკის ქუჩაზე დევნილთა საცხოვრებელი კორპუსის შიდა სარემონტო სამუშაოები და ახალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების შენობის მშენებლობის პროცესი დაათვალიერეს. ამ დრომდე მუნიციპალიტეტში მსგავსი მასშტაბური სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის საშუალებით არ განხორციელებულა

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 1270