სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2023-2026 წლის საშუალოვადიანი განვითარების გეგმა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72
■ სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის N12 საჯარო სკოლა

ნინო ონიანი
სკოლის კონტიგენტი 400 მოსწავლისა და 35 პედაგოგისგან შედგება. ქ. სამტრედიის N12 საჯარო სკოლა საუკუნეზე მეტს ითვლის.
1870 წელს კავკასიის სარკინიგზო ტრანსპორტის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით, სამტრედიაში აშენდა საორთქმავლო დეპო და საერთო საცხოვრებელი მუშა-მოსამსახურეებისთვის ... ჩამოსახლებული ოჯახის ბავშვებისთვის საჭირო გახდა სკოლის დაარსება. 1894 წ. გაიხსნა სკოლა, რომელმაც პირველი მოსწავლეები ამავე წლის 2 ოქტომბერს მიიღო. ორკლასიან სასწავლებელს ვინმე ნეზაპიდოსკი ხელმძღვანელობდა.
1933 წელს სკოლა ქალთა საშუალო სკოლად გადაკეთდა.
სკოლას წლების განმავლობაში ისტორიასა და ავტორიტეტს უქმნიდნენ ქსენია სიხარულიძე უნივერსიტეტის პროფესორი, გალაქტიონ ტაბიძის და-ძმა პროკლე და ტატიანა ტაბიძეები, შუშანა ქართველიშვილი, ალექსანდრე კაკაბაძე, გიორგი მაჩიტიძე, გულნარა ჩაჩუა, ლამარა ოდიშარია, თალიკო მიქაძე, ლამარა ქავზინაძე, ნათელა შავიძე, ლალი ჩორგოლაშვილი, თალიკო ქართველიშვილი და სხვანი.
სკოლა კურსდამთავრებულებითაც ამაყობს, მათ შორის აღსანიშნავია ნოდარ ტაბიძე უნივერსიტეტის პროფესორი, საბა კიკნაძე ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე, ირაკლი ხოშტარია კალათბურთელი და სხვანი.
2003 წელს სკოლამ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა და მოეწყო ქართული ლიტერტურისა და ხელოვნების კაბინეტი, რომელიც საკლუბო მუშაობას ეწევა. გააჩნია კომპიუტერი , ტელევიზორი, ვიდეო და აუდიო მაგნიტოფონები, ქართული მხატვრული ფილმების ვიდეო-კასეტები, საბავშვო ლიტერატურა, უახლესი ქართული მწერლობის ნიმუშები.
პირველად სამტრედიაში, სწორედ N12 საჯარო სკოლაში აღიმართა ეტალონის დროშა. 2007 წლის ეროვნულ გამოცდებშიც ასპროცენტიანი დაფინანსება მოიპოვა ეტალონის დროშის მფლობელმა გვანცა ვაშალომიძემ.
სკოლაში ბევრი აქტიური და კარგი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეა, რომელთა სურვილების, ინტერესებისა და მისწრაფებების გათვალისწინებით შექმნილია გაღრმავებული სწავლების ჯგუფები, რომლებიც სპეციალური პროგრამებით მუშაობენ.
სკოლასთან თანამშრომლობს მშვიდობის კორპუსის წარმომადგენელი, ამერიკელი ,,მოხალისე”, რომლის დახმარებითაც კეთდება თანამედროვე დონის ინგლისური ენისა და ლიტერატურის კაბინეტი. სკოლის დირექტორი ხათუნა თელია და გერმანული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მარიამ ადეიშვილი, როგორც გოეთეს ინსტიტუტის სტიპენდიის მფლობელები, თავად იმყოფებოდნენ გერმანიაში სწავლების ახალი მეთოდების გასაცნობად და შესასწავლად.
განათლების და მეცნიერების სამინისტროს დახმარებით სკოლაში აშენდა თანამედროვე ტიპის ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი. ფიზიკური აღზრდის პედაგოგი თამაზ ხაფავა მაქსიმალურად უწყობს ხელს მოსწავლეებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას.
სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა და მასწავლებელთა შემოქმედებით მოღვაწეობას, გამორჩეულ პედაგოგებსა და მოსწავლეებს წახალისების მიზნით გადაეცემათ სხვადასხვა ფასიანი საჩუქრები, ფულადი პრემიები
მშვიდობის ქუჩა №1