განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის N3 საჯარო სკოლა
RDRC.GE
სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის N3 საჯარო სკოლა

■ სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის N3 საჯარო სკოლა

სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის N3 საჯარო სკოლა
ტელ: 595 91 72 97

ვენერა ოდილავაძე

   სკოლას ყავს 65 თანამშრომელი და 645 მოსწავლე. სამტრედიის N3 სკოლა მდებარეობს ქალაქის ცენტრში, რესპუბლიკის ქ. N35. სკოლაში ფუნქციონირებს ქართული სექტორი და მუშაობს 7 კათედრა. მათ ხელმძღვანელობს გამოცდილი და ღირსეული პედაგოგები (დაწყებითი კლასების, ქართული ენისა და ლიტერატურის, ფიზიკური, შრომითი და ესთეტიკური, მათემატიკა, ხაზვა-ინფორმატიკის, საბუნებისმეტყველო, უცხო ენების და საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრები).

   კათედრები წარმოადგენენ საგნობრივი ჯგუფების მიხედვით ყველა მასწავლებლის გაერთიანებას. კათედრა კოორდინირებულად წარმართავს მუშაობას რეფორმის ფონზე. სკოლაში წარმატებულად ხორციელდება სადამრიგებლო პროგრამაც.

სკოლა შედგება კლას-კაბინეტებისაგან. აქვს უცხო ენების, ინფორმატიკის კაბინეტი, რომელიც აღჭურვილია 17 კომპიუტერით, ასევე ქიმიის, ფიზიკისა და ბიოლოგიის, ისტორიის კაბინეტები. სააქტო დარბაზი, ბიბლიოთეკა 9899 წიგნადი ფონდით, ლოგოპედის კაბინეტი, სპორტული მოედნები, ფიზკულტურის დარბაზი, ქორეოგრაფიული სტუდია (ქორეოგრაფი ლ. ნუცუბიძე). ანსამბლმა ,,მტრედები” 2007 წელს სახალხო ანსამბლის წოდება მოიპოვა. სკოლას ჰყავს მხატვრული თვითმოქმედი კოლექტივი. სკოლის ცხოვრებაში აქტიურადაა ჩაბმული მოსწავლეთა თვითმმართველობა, რომლის თავმჯდომარეა XI კლასის მოსწავლე სოსო თევზაძე.

   სკოლა რამდენიმე წელია მასპინძლობს ამერიკელ მოხალისეებს: შერონ დანს, ნიკოლ განზეკაუფერს და ჯენიფერ მაკფენს. ინგლისური ენის პედაგოგის თამარ კრავეიშვილის ინიციატივით სკოლამ მოიპოვა გრანტი, ხოლო ამერიკული საბჭოების მიერ ჩატარებულ მასწავლებელთა კონკურსში გამარჯვებისათვის თ. კრავეიშვილი დაჯილდოვდა კომპიუტერით. ამჟამად მოპოვებული გრანტი გამიზნულია ინგლისური ენის კაბინეტის კეთილმოსაწყობად. კაბინეტმა ამერიკის საელჩოსაგან საჩუქრად მიიღო წიგნები. მოსწავლეთა გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა მიიღეს და გაიმარჯვეს ნატა ჯამბურიამ და თინათინ ოდილავაძემ, ისინი სასწავლებლად ერთი წლით იმყოფებოდნენ აშშ-ში.

   N3 სკოლა გამორჩეულია განსაკუთრებული ტრადიციებით: ყველა სასწავლო წლის დაწყება აღინიშნება გრანდიოზული ზეიმით, სისტემატიურად ეწყობა სასწავლო სახის ექსკურსიები, იმართება უფროსკლასელთა საახალწლო მეჯლისი, რამდენიმე წელია საფუძველი ჩაეყარა კათედრების მიერ ორგანიზებულ საგაზაფხულო ღონისძიებებს, იმართება ყვავილების კარნავალი.

   N3 სკოლა დაარსდა 1964 წელს N1 საშუალო სკოლის გაყოფის შედეგად. სკოლას ათეული წლების განმავლობაში სათავეში ედგნენ გამორჩეული ადამიანები: დავით გახოკიძე, სულიკო ნინუა, მამია ლორთქიფანიძე, თალიკო მიქაძე და თენგიზ ლორია. დღეს კი სკოლის ტრადიციებს ღირსეულად იცავს მარინე გედენიძე, რომელსაც გვერდით ჰყავს ძლიერი პედაგოგიური კოლექტივი. აქ მოღვაწეობენ ღირსების ორდენის მქონე პედაგოგები ნონა ნაცვლიშვილი და ლამარა შენგელია. ცოდნის ამ დიდ ტაძარში არაერთი თაობა აღზრდილა, რომელთა სახელი არამარტო საქართველოს არამედ მის ფარგლებსაც გასცდა. მათ შორისაა: ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი როინ ნადირაძე, რომლის სახელობის კონკურსი რაიონში 1997 წლიდან ყოველწლიურად ტარდება.

   მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი კახი კალაძე, ფეხბურთელი ზვიად სტურუა, კალათბურთელები - ვახტანგ ნაცვლიშვილი და ვახტანგ მინაშვილი, ცნობილი მოჭადრაკეები: სოფიკო ტერელაძე, დავით ჯოჯუა, სიმონ ხაჟალია. დღეს აქ ცოდნას ეუფლება მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში 12 წლამდე ასაკის გოგონათა შორის მერი არაბიძე.

   სკოლის კურსდამთავრებულთა რიგებს მიეკუთვნება მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსი, მაიამის შტატის უნივერსიტეტის პროფესორი ლევან შენგელია, ცნობილი ბიზნესმენი და ქველმოქმედი ეკა ხვედელიძე-ივანიშვილი, პარლამენტარი, კავკასიის ბიზნეს-სკოლის დამაარსებელი კახა შენგელია.

რესპუბლიკის ქ. N35

  • ნახვა: 3099