განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მარლენ ბარამიას სახელობის N6 საჯარო სკოლა
RDRC.GE
სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მარლენ ბარამიას სახელობის N6 საჯარო სკოლა

■ სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მარლენ ბარამიას სახელობის N6 საჯარო სკოლა

სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მარლენ ბარამიას სახელობის N6 საჯარო სკოლა
ტელ: 577 64 82 02

ლეილა კუბლაშვილი

   სკოლის თანამშრომელთა რაოდენობა ტექპერსონალის ჩათვლით 27-ია. სკოლა მდებარეობს ქალაქის ცენტრიდან 2კმ-ის დაშორებით ძველ სამტრედიაში, ქუთაისის ქ.N17-ში. სკოლის ფართობი შეადგენს 8000 კვ. მეტრს. სტატისტიკური მონაცემებით ამჟამად სკოლაში 153 მოსწავლეა, რომლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ღარიბია. სკოლა ძველ სამტრედიაში დაარსდა 1968 წელს. 1974 წლამდე იყო დაწყებითი, 1983 წლამდე საბაზო, ხოლო 1983 წლიდან გადაკეთდა საშუალო სკოლად, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს N6 საჯარო სკოლის სტატუსით. 1975 წელს აშენდა სკოლის ორსართულიანი კაპიტალური შენობა, რომელიც გათვალისწინებული იყო 200 მოსწავლეზე. დაწყებითი სკოლის გამგედ იმუშავა ლეილა ერისთავმა, იგი შეცვალა ჯაბა კილაძემ, ხოლო 1974 წლიდან 2008 წლის აპრილამდე სკოლას სათავეში ედგა დემურ ჯოგლიძე, რომლის დროსაც აიგო ორსართულიანი კაპიტალური შენობა დამხმარე ნაგებობებით, არასრული გადაკეთდა საშუალო სკოლად - ქალაქის N3 რვაწლიანის ნაცვლად ეწოდა ქალაქის N6 საშუალო სკოლა, ამჟამინდელი N6 საჯარო სკოლა.

   წლების განმავლობაში სკოლაში მუშაობდნენ და მნიშვნელოვანი წარმატებები ჰქონდათ პედაგოგებს: ანა ადეიშვილს, გალინა ლეჟავას, გულჩორა ჯანელიძეს. მაყვალა გოგიტაურს, ზოია სტურუას, მალხაზ ჯინჭარაძეს, დებს - ლიუდმილა და ნელი სტურუებს, ლია კაკულიას, ფორთო ბოლქვაძეს, ჟელიკო ცხვარაძეს. 2005-06 სასწ. წლიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სამტრედიის რაიონში მე-6 სკოლა საპილოტედ იქნა შერჩეული, რამაც კიდევ უფრო აამაღლა დირექციისა და პედკოლექტივის პასუხისმგებლობა სასკოლო რეფორმის პრაქტიკულად განხორციელების საქმეში. რეფორმის განხორციელებაში მიღწეული წარმატებებისათვის სკოლამ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წერილობითი მადლობა დაიმსახურა. სექტორი ქართულია.

   სკოლამ განახორციელა გრანტი ,,თეატრალური სახელოსნო”, ,,ანოსა და ვანოს ვეფხისტყაოსანი”. სკოლამ დაარსებიდან დღემდე გამოუშვა 34 საბაზო და 23 საშუალო კურსდამთავრებულთა ნაკადი, რომელთა უმრავლესობა უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლებითაა. მათ შორის გამოვყოფთ საქართველოს პარლამენტის წევრს მამუკა მხეიძეს და საქვეყნოდ ცნობილი ბიზნესმენის ბიძინა ივანიშვილის მეუღლეს ეკა ხვედელიძეს, რომელიც ასევე წარმატებული ბიზნესმენია. სკოლის დირექცია პედაგოგიურ კოლექტივთან ერთად ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ არ დაირღვეს ეროვნულ ფესვებზე აღმოცენებული ტრადიციები და მომავალშიაც აღუზრდის სამშობლოს ღირსეულ თაობებს.

ქუთაისის ქ. №17

  • ნახვა: 2587