სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2023-2026 წლის საშუალოვადიანი განვითარების გეგმა
HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ნუგზარ ჯამბურიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ეკონომიკურად შეჭირვებულ ოჯახებს საახალწლო ნობათი დაურიგეს.
საახალწლო ნობათები, მუნიციპალიტეტის მერმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ოჯახებს პირადად მიუტანა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.
დავით ბახტაძე - ,,ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იმ ფენაზე ზრუნვაა, რომელიც სოციალურ პრობლემებს ებრძვის. შევეცდებით მუდმივად გვერდით დავუდგეთ მათ და საახალწლოდ არამარტო გასართობი ღონისძიებებით შემოვიფარგლოთ. მერიის სოციალური პაკეტი მომავალშიც იქნება მიზნობრივ ფენებზე მორგებული. ვულოცავ ყველას ახალ წელს, მშვიდობას და ჯანმრთელობას ვუსურვებ."
საახალწლო ნობათი მუნიციპალიტეტის მასშტაბით სამასმა ოჯახმა მიიღო.