სამტრედიაში, ამ ეტაპზე 60 მდე ლოკაციაზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს.
სამტრედიაში, ამ ეტაპზე 60 მდე ლოკაციაზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს.
ჯანდაცვის სახლის მშენებლობა
ქალაქში თანამედროვე ჯანდაცვის სახლის მშენებლობა ოფიციალურად დაიწყო. პროექტი მიზნად ისახავს მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი და მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფას. მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში ხორციელდება. ჯანდაცვის სახლის გახსნა მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
საუკუნის პროექტი
ქალაქ სამტრედიაში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები იწყება. ჯამში, ქალაქ სამტრედიაში წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოებს სახელმწიფო ბიუჯეტისა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით 300 მლნ ლარზე მეტი მოხმარდება. პროექტების დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა- შეხვედრები მოსახლეობასთან
საქართველოს მთავრობის განკარგულებით ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა" დაიწყი, სამტრედიის მუნიციპალიტეტს ამ მიმართულებით შესაბამისი ფინანსური რესურსი გამოეყო, რომელიც 660 000 ლარს შეადგინს. სამტრედიის მუნიციპალიტეტის 49 სოფელსა და დაბა-კულაშში პროექტების დაგეგმარების მიზნით დასახლების საერთო კრებები 10 თებერვლიდან მიმდინარეობს და 21 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.
სამტრედიაში გასულ წელს 27 სპორტული ინფრასტრუქტურის ობიექტი მოეწყო
სამტრედიაში გასულ წელს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდა. მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სპორტის სახეობისთვის საჭირო 27 ობიექტი მოეწყო, რაც ადგილობრივი სპორტსმენებისა და მოყვარულებისათვის უკეთეს პირობებს ქმნის. პროექტის ფარგლებში აშენდა და განახლდა ფეხბურთის, კალათბურთის, მინი-სტადიონები, სავარჯიშო მოედნები და სხვა სპორტული ინფრასტრუქტურა. პროექტი ხელს შეუწყობს როგორც ახალგაზრდების სპორტში ჩართვას, ასევე მუნიციპალიტეტის მასშტაბით სპორტული ტურიზმის განვითარებას.
მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა , გაფართოებული საინვესტიციო ზონები, მზარდი ტურისტული პოტენციალი სამტრედიაში. კიდევ ერთი ახალი საწარმო ,,გოლდ პაკი'' სამტრედიაში, ახლადრეაბილიტირებულ, ყოფილ ინდუსტირიულ ზონაში, კოსტავას ქუჩაზე
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და განვითარება, საინვესტიციო ზონების გაფართოება და ტურიზმის პოტენციალის ზრდა ხელს უწყობს ქალაქის ეკონომიკურ წინსვლას და მომავლისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ერთ-ერთი მთავარი ცვლილება სამტრედიაში ბოლო წლებში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა. ახალი ასფალტის საფარი, სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია რაც გადაადგილების კომფორტულ პირობებს უზრუნველყოფს. ამასთან ერთად, განვითარებული სატრანსპორტო მარშრუტები ხელს უწყობს კომერციული და ტურისტული საქმიანობის ზრდას. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა სამტრედიაში არის გაფართოებული საინვესტიციო ზონები. ადგილობრივი ხელისუფლება მიზნად ისახავს სხვადასხვა სექტორებში, უცხოური და ადგილობრივი ინვესტიციების მოზიდვას. განახლდა რამდენიმე ყოფილი ინდუსტრიული უბანი რამაც ხელი შეუწყო უნვესტორების დაინტერესებას. ცვლილებების და ინიციატივების ფონზე, სამტრედია უფრო მიმზიდველი ბიზნესისთვის. გაიხსნა ახალი საწარმო ,,გოლდ პაკი" რომელიც შესაფუთ მასალებს აწარმოებს. საწარნოში დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა.
მრავალსართულიანი კორპუსების რეაბილიტაცია. (მიმდინარე პროექტები ჭავჭავაძის N 3 , N 4, რუსთაველის N 38 და კრავეიშვილის N 2 კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია)
სამტრედიაში მრავალსართულიანი კორპუსების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში განახლდება ქალაქის ერთ-ერთი ძირითადი საცხოვრებელი კომპლექსების ფასადები. ამჟამად ჩართული პროექტები მოიცავს ჭავჭავაძის ქუჩის N 3 და N 4 კორპუსების, რუსთაველის ქუჩის N 38 და კრავეიშვილის ქუჩის N 2 კორპუსების რეაბილიტაციას. პროექტები გულისხმობს შენობების ფასადების მთლიან განახლებას, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც იმ ტერიტორიების ვიზუალს, ასევე საცხოვრებელი პირობების ხარისხს. სამუშაოები მოიცავს დაზიანებული ნაწილების მოწესრიგებას, ახალ შესასვლელებს, კარ-ფანჯრების განახლებას და სხვა ასპექტებს. სამუშაოების დასრულების შემდეგ სამტრედიაში საცხოვრებელი პირობები კიდევ უფრო გაუმჯობესდება, ხოლო ქალაქი უფრო თანამედროვე და ლამაზ ქალაქად გადაიქცევა.
საგანმანათლებლო დაწესებულებების და ბაგა-ბაღების მშენებლობა (მიმდინარე-N 4 , N 10, ტოლების საჯარო სკოლების მშენებლობა, მე-12 და N 4 ბაღის მშენებლობა)
სამტრედიაში აქტიურად მიმდინარეობს რამდენიმე საგანმანათლებლო დაწესებულებისა და ბაგა-ბაღის მშენებლობა, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში განათლების ხარისხის გაუმჯობესებას. მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს N4 და N10 სკოლების, ასევე ტოლების საჯარო სკოლის მშენებლობა. ამასთანავე, მიმდინარეობს N12 და N4 ბაგა-ბაღების მშენებლობა. ახალი სკოლებისა და ბაგა-ბაღების მშენებლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს განათლების მიღების პირობებს ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის, ხოლო ახალი ინფრასტრუქტურა განაპირობებს სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვას. სამტრედიაში ამ პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული განათლების სისტემის შექმნას. ამჟამად მიმდინარეობს მშენებლობის პროცესის მონიტორინგი საჭირო ყველა რეგულაციის დაცვა, რათა ახალი სკოლები და ბაღები გახდეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი.
მოსასვენებელი სივრცეების რეაბილიტაცია- (ქალაქის ცენტრალური პარკი სრულად რეაბილიტირდა)
სამტრედიაში არაერთი მოსასვენებელი სივრცე რეაბილიტირდა. მათ შორის მოქალაქეებისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დასასვენებელი სივრცე – ქალაქის ცენტრალური პარკი – სრულად რეაბილიტირდა. პროექტის ფარგლებში განახლდა მწვანე ზონები, დაიგო ახალი საფეხმავლო ბილიკები, დამონტაჟდა თანამედროვე განათება და დასვენებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. ახალი პარკი უზრუნველყოფს მოქალაქეებისთვის უფრო კომფორტულ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალაქის ურბანული განვითარების კუთხით. პარკების განახლება მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ტურისტებისთვის.
ხიდების და ხიდბოგირების რეაბილიტაცია(ნინოშვილის ქუჩაზე სტიქიით დაზიანებული ხიდის დემონტაჟი და ახალი ხიდის მიწყობა, და გურამიშვილის ქუჩაზე ხიდის მოწყობის სამუშაოები)
სამტრედიაში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ქალაქის ცენტრალურ უბნებსა და გზებს გაამაგრებს. კონკრეტულად, ნინოშვილის ქუჩაზე სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდი დემონტაჟის პროცესშია, ხოლო მის ადგილზე ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხიდი შენდება. აღნიშნული სამუშაოები დიდ გავლენას მოახდენს ტრანსპორტის მოძრაობაზე და ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზის უსაფრთხოებას გააუმჯობესებს. ამასთან, გურამიშვილის ქუჩაზე ხიდის მოწყობის სამუშაოები უკვე დასრულდა, რაც კიდევ ერთი ნაბიჯია სამტრედიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და გამართვისკენ. პროექტი მიზნად ისახავს ავტომობილების მოძრაობის გამარტივებას და უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
ქალაქის მასშტაბით საწრეტი არხების რეაბილიტაცია
პროექტის მიზანია არხების დროულად სარეაბილიტაციო და მოდერნიზაცია, რათა უკეთესი ინფრასტრუქტურა და დაცულობა უზრუნველყოფილიყო. რეაბილიტაცია მოიცავს როგორც არხების გაწმენდას, ისე მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. საწრეტი არხების განახლება ქალაქის მდგრადობისა და გარემოს დაცვისთვის უმნიშვნელოვანესია. პროექტი შეამცირებს წყალდიდობების რისკებს და ქალაქში გამტარი უნარის გაზრდას უზრუნველყოფს. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
ტოლების ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი იუსტიციის სახლი შენდება
ტოლების ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი იუსტიციის სახლის მშენებლობა მიმდინარეობს, პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობისთვის სამართლებრივი მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას და მათი საჭიროებების მიხედვით დამკვიდრებული სტანდარტების შესაბამისად. პროექტი ხელს შეუწყობს ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას.