განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის საჯარო სკოლა
RDRC.GE
სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის საჯარო სკოლა

■ სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის საჯარო სკოლა

სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის საჯარო სკოლა
ტელ: 577 25 58 58

მაყვალა თევზაძე

   სკოლას ჰყავს 38 თანამშრომელი და 263 მოსწავლე.გომის საჯარო სკოლა მდებარეობს სოფლის ადმინისტრაციულ ცენტრში, სამტრედია-ვანის დამაკავშირებელ გზატკეცილზე. უჭირავს 3 ჰექტარი ფართობი. სრულყოფილადაა აღჭურვილი ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, გერმანული ენისა და გეოგრაფიის კაბინეტები. სკოლას აქვს კომპიუტერული ლაბორატორია მუშა მდგომარეობაში მყოფი 19 კომპიუტერით. ლაბორატორია და სკოლა სათანადოდ დაცულია. სოფელში პირველი სკოლა, რომლის ბაზაზეც გომის ახლანდელი საჯარო სკოლა ფუნქციონირებს, 1896 წელს დაარსდა. ,,მუხაყრუის ერთკლასიანი სასწავლებლის” სახელწოდებით. მას ორი ჯგუფი ჰქონდა სწავლების ორწლიანი კურსით. სასწავლებელი მაშინდელ განათლების სამინისტროს ეკუთვნოდა და ბინა ნაქირავებ შენობაში დაიდო. 1924 წელს იგი დაწყებით, ხოლო 1930 წელს შვიდწლიან სკოლად გადაკეთდა. 1939 წლის სექტემბრისთვის სკოლაში ირიცხებოდა 338 მოსწავლე; ხელისუფლებამ შვიდწლიანი სკოლა საშუალოდ გადააკეთა. ახლანდელი სამსართულიანი შენობა 1973 წელს აიგო. გომის სკოლას მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ზაპოროჟიეს ოლქის ვასილევსკის რაიონის სოფელ სკელკის საშუალო სკოლასთან. ამ სოფლის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში დაიღუპა ჩვენი თანასოფლელი ივანე გოგიშვილი. გარკვეული მიზეზების გამო ეს ურთიერთობა შეწყვეტილია, თუმცა ვეძებთ გზებს კავშირების აღსადგენად.

   სოფელში აღზრდილი ცნობილი ადამიანებია, პოეტები: ანდრო თევზაძე და მიხეილ სანიკიძე; რესპუბლიკის დამსახურებული ჟურნალისტი, საქართველოს რადიოს აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილების ყოფილი გამგე გივი თევზაძე; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ქუთაისის ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი მიხეილ ნიკოლეიშვილი; დოქტორები, ძმები პიმენ და ამროსი თავაძეები, ბენო თევზაძე, იორამ გეგეშიძე; მამია ნადირაძე, რომან ჩაჩუა, ვალერიან თევზაძე, ავთანდილ თევზაძე; სამეურნეო დარგის მუშაკი პანტელეიმონ ნადირაძე ყოფილი პარლამენტარები: ტარიელ ჩაჩუა, ავთანდილ თევზაძე.

   გომის საჯარო სკოლის პედაგოგები ცდილობენ წარმატებით განახორციელონ განათლების დარგში დაწყებული რეფორმები. პედაგოგიური და მოსწავლეთა კოლექტივების წარმატებები აღნიშნულია სხვადასხვა ჯილდოებით, დიპლომებით, სიგელებით.

სოფელი გომი

  • ნახვა: 3107