განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» კორმაღლის საჯარო სკოლა
RDRC.GE
კორმაღლის საჯარო სკოლა

■ კორმაღლის საჯარო სკოლა

კორმაღლის საჯარო სკოლა
ტელ: 877 93 99 13

 შორენა გიორგაძე

   კორმაღალი იმერეთის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია. იგი სამტრედიიდან სამხრეთით, თხუტმედიოდე კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. სოფელს შუაზე ჩამოუდის მდინარე კაპიტონა.სოფლის სკოლის გახსნის შესახებ ინფორმაცია ალექსანდრე გიორგაძემ მოგვაწოდა. კორმაღლის მცხოვრებლების მოთხოვნის საფუძველზე, 1913 წელს, ქუთაისის მაზრამ გადაწყვიტა კორმაღალში გახსნილიყო სკოლა. ის ადგილი, სადაც სკოლა უნდა აშენებულიყო, ეკუთვნოდა თადეოზ გვენეტაძეს, რომელმაც უსასყიდლოდ გადასცა სკოლას საჭირო მიწის ფართობი. ამავე წელს დაიწყეს მზადება სკოლის შენობის ასაგებად. სკოლა უნდა აშენებულიყო კაპიტალური, მაგრამ მშენებლობას ხელი შეუშალა პირველმა იმპერიალისტურმა ომმა.

   1916 წელს დაიწყეს სკოლის მშენებლობა. აშენდა ხის შენობა. სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობა ყოველწლიურად მატულობდა. 1917 წლიდან დაარსდა შვიდწლიანი სკოლა, სადაც მუშაობდნენ მასწავლებლები: ივანე თევზაძე (სკოლის დირექტორი), აბიბო ნიშნიანიძე, პარასკევა თევზაძე, სევერიან ნიშნიანიძე, ივანე ნიკოლეიშვილი. ამ სკოლის პირველი გამოშვება იყო 1923 წელს. ვინაიდან ყოველწლიურად იზრდებოდა მოსწავლეთა რიცხვი, წარადგინეს მოთხოვნა საშუალო სკოლის გახსნის შესახებ. შეიქმნა კომისია შემდეგი შემადგენლობით: გაიოზ თავზაძე, ბაგრატ გიორგაძე. 1923 წლიდან დაიწყო მზადება შენობის ასაგებად და სულ მალე მზად იყო 9 ოთახიანი სასკოლო შენობა საჭირო რაოდენობით ინვენტარით. საბოლოოდ გადაწყდა, რომ კორმაღალში საშუალო სკოლა ყოფილიყო. 1924 წელი დაიწყო რვაწლიანი სწავლებით. სკოლის დირექტორი იყო ალექსანდრე ჩიქვანაია. მასწავლებლები: ალექსანდრე ტაბიძე, ილია წულუკიძე, ბარნაბ კვერნაძე, ნადეჟდა ნიკოლეიშვილი, დიომიდე ნიკოლეიშვილი, ალექსანდრე ლორთქიფანიძე.

   1950 წელს დაიწყო ორსართულიანი კაპიტალური შენობის მშენებლობა. სოფელს აღარ აკმაყოფილებდა რვაწლიანი სწავლება. მშობელთა და პედაგოგთა მოთხოვნით, 1960 წელს კორმაღალში საშუალო სკოლა გაიხსნა. ამჟამად სკოლაში არსებული კათედრები წინასწარ შემუშავებული გეგმებით მუშაობენ.

   1. ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა- ნანა ჭკუასელი.

   2. მათემატიკის კათედრა - ხათუნა ჩახოიანი.

   3. უცხო ენების კათედრა - მაია თევზაძე.

   4. ისტორიისა და საოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა - ვიოლეტა თამასიძე.

   5. საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრა - (ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია) - ნანა ქუქალია.

   6. დაწყებითი კლასების კათედრა - შორენა ნიშნიანიძე.

   7. ესთეტიკისა და ხელოვნების კათედრა - ნუნუ სარჯველაძე. სკოლაში დანერგილია ხელოვნების თანამედროვე მიდგომებით სწავლება, ფუნქციონირებს კაბინეტი ,,ხელოვნების ცენტრი“, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით. სკოლა მონაწილეობას ღებულობს გამოფენებსა და რესპუბლიკურ დათვალიერებაში.

   სკოლას ჰყავს 2010 წლის საუკეთესო მასწავლებელი ნუნუ სარჯველაძე, იგი ამავდროულად პრეზიდენტის სტიპენდიანტიცაა. ამჟამად სკოლის დირექტორია შორენა გიორგაძე.


ელ.ფოსტა shosh.giorgadze@gmal.com

  • ნახვა: 2409