საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა დღეს ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის ცენტრში გამართული ღონისძიება, რომელშიც მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
საღამო გაჯერებული იყო უწმინდესის ბრძნული გამონათქვამებით და მასზე მიძღვნილი ლექსებით. მოსწავლეებმა თითოეული სიტყვა მსმენელამდე დიდი ემოციის თანხლებით მიიტანეს. ვიდეორგოლების მეშვეობით საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა თვალი ედევნებინა პატრიარქის მოღვაწეობის ამსახველი ფოტომასალისთვის.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სამტრედიის სალოტბარო სკოლის მოსწავლეებმა, რომლებმაც შეასრულეს რამდენიმე საგალობელი.
საღამოს ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა სტურუა, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი თინათინ ხარძიანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები



