აგვისტოს ომის სამტრედიელი გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილი მინი ფეხბურთის ტურნირი დასრულდა

აგვისტოს ომის სამტრედიელი გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილი მინი ფეხბურთის ტურნირი დასრულდა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, აგვისტოს ომის სამტრედიელი გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილი მინი ფეხბურთის ტურნირი დასრულდა.
ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ფალიაშვილისა და იანეთის გუნდები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ფალიაშვილის გუნდის გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც ტურნირის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
გამარჯვებულ გუნდს თასი სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ გადასცა. პირველ და მეორე ადგილზე გასულ გუნდებს მუნიციპალიტეტის მერიისგან ფულადი ჯილდოებიც გადაეცათ.
ფინალურ შეხვედრას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„ტურნირი ჩვენი გმირების ხსოვნის პატივისცემას ემსახურება. მნიშვნელოვანია, რომ მათი სახელები და სამშობლოს წინაშე გაწეული ღვაწლი მომავალ თაობებს გადავცეთ. მადლობას ვუხდი თითოეულ გუნდს მონაწილეობისთვის, ფალიაშვილის გუნდს კი დამსახურებულ გამარჯვებას ვულოცავ“, — აღნიშნა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ.

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 0

დატოვე კომენტარი