28 წლიანი ტრადიცია, რომელიც ფერისცვალების დღესასწაულზე ადგილობრივ მოსახლეობას აერთიანებს

28 წლიანი ტრადიცია, რომელიც ფერისცვალების დღესასწაულზე ადგილობრივ მოსახლეობას აერთიანებს

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე ნაბაკევის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ჩხენიშში, ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ტრადიციულ საფეხბურთო მატჩს დაესწრო.
დავით ბახტაძემ ადგილობრივ მოსახლეობას ფერისცვალების დღესასწაული მიულოცა და მრავალწლიანი ტრადიციის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ 28 დღესასწაულზე ადგილობრივ მოსახლეობას აერთიანებს, სოფლის საზოგადოებრივი ცხოვრებისმნიშვნელოვანი ნაწილია განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ამ ტრადიციას სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები ერთობლივად აგრძელებენ. მნიშვნელოვანია მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს უწყობს მოსახლეობის ერთიანობას, ახალგაზრდების ჩართულობასა და "- აღნიშნა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ.
წელს, ერთმანეთს მელქაძეებისა და ხარებავების უბნების გუნდები დაუპირისპირდნენ და შეხვედრა მელქაძეების უბნის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. გამარჯვებული გუნდი მერმა დააჯილდოვა, ორივე მონაწილე გუნდს კი ფულადი პრიზები გადაეცა.
მატჩს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 0

დატოვე კომენტარი