განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ილია ჭავაჭავაძისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო სამტრედიის ბიბლიოთეკაში
RDRC.GE
ილია ჭავაჭავაძისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო სამტრედიის ბიბლიოთეკაში
კატეგორია:  სიახლე

სამტრედიის ა.ა.ი.პ. საბიბლიოთეკო გაერთიანებამ ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180–ე, ხოლო მკვლელობიდან 110–ე წლისთავი ლიტერატურული საღამოთი აღნიშნა. „ილია– ერის სიამაყე“ ასე უწოდეს საღამოს, რომელიც გარდა საიუბილეო ხასიათისა, მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში ბიბლიოთეკისა და წიგნის სიყვარულის გაძლიერებას. ლიტერატურულ–მხატვრული სახის ღონისძიებაზე აუდიტორიამ კიდევ ერთხელ გაიხსენა ილია და მისი თანამედროვენი, მოისმინეს მისი მოღვაწეობის შესახებ. საღამოზე წარმოდგენილი იყო ამონარიდები, ლექსები და მოგონებები ილია ჭავჭავაძის შემოქმედებიდან, შეასრულეს საგალობელი და მრავალჟამიერი. ლიტერატურული საღამოს მონაწილეები იყვნენ უფროსი კლასის მოსწავლეები სოფლისა და ქალაქის სხვადასხვა საჯარო სკოლებიდან, ასევე უფროსი თაობის წარმომადგენლები. ღონისძიებას ესწრებოდა სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები, მკითხველები. ილიას ხალხმა უგვირგვინო მეფე უწოდა, ხოლო ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ 30 წლის წინ წმინდანად შერაცხა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 846