განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » რეგიონების ტური პირველი არხის ლიტერატურულმა პროექტმა ,,წიგნების თარო" დღეს სამტრედიაში დაასრულა
RDRC.GE
რეგიონების ტური პირველი არხის ლიტერატურულმა პროექტმა ,,წიგნების თარო" დღეს სამტრედიაში დაასრულა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   რეგიონების ტური პირველი არხის ლიტერატურულმა პროექტმა ,,წიგნების თარო" დღეს სამტრედიაში დაასრულა.

   პროექტი, რომლის მიზანია ლიტერატურის პოპულარიზაცია და ახალგაზრდებში შემეცნების წახალისება, 7 წლისაა.

   სწორედ საიუბილეო თარიღს მიეძვნა დღევანდელი საჯარო ლექცია თემაზე ,,ამბავი, რომელსაც 50 000 წელია ვყვებით" ალექსანდრე ლორთქიფანიძის მენტორობით.

   ლექციას მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები ესწრებოდნენ, რომლებიც ,,წიგნების თაროს" საჯარო თამაშშიც ჩართნენ და შესაბამისად პრიზებიც დაიმსახურეს.

   ლექციას შვილთან ერთად დაესწრო მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, რომელმაც ახალგაზრდების ცოდნისადმი მისწრაფებაზე გაამახვილა ყურადღება. ,,ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების დამიკიდებულება ზოგადად, განათლებისადმი, ვინაიდან ჩვენი ქვეყნის სადავეები სწორედ განათლებულმა თაობამ უნდა გადაიბაროს. დღევანდელ შეხვედრას ბოლომდე მივადევნე თვალი და ძალიან მახარებს ცოდნის მიმართ ასეთი დამოკიდებულება."

   მოლოდინი გაუმართლა ალექსანდრე ლორთქიფანიძეს სამტრედიელმა პუბლიკამ. ,,ველოდი, რომ სამტრედიაში ასეთი მსმენელი დაგვხვდებოდა. მათი ჩართულობა საჯარო ლექციაში პროცესს უფრო ცოცხალს და ორგანულს ხდიდა. საკუთარი მოსაზრებების გაზიარება და დასმული კითხვები ახალგაზრდების ლიტერატურისადმი სიყვარულზე მეტყველებს."

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 157