განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » დღეს სურსათის უვნებლობის სამსახურმა ტრენინგი ჩაატარა
RDRC.GE
დღეს სურსათის უვნებლობის სამსახურმა ტრენინგი ჩაატარა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   დღეს, სამტრედიაში, სურსათის უვნებლობის სამსახურმა, სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების თანამშრომლებისთვის HAACP-ის პროგრამით გათვალისწინებული ტრენინგი ჩაატარა.

   როგორც ჩვენთან საუბარში სურსათის უვნებლობის სამსახურის კონსულტანტმა, გიორგი აბულაძემ განმარტა, შეხვედრის მიზანია სააღმზრდელო დაწესებულების თანამშრომლები გაეცნონ და მართონ ისეთი სისტემა, როგორიცაა კრიტიკული საკონტროლო წერტილები ბაღებში და საფრთხის ანალიზი.

   ,,ბაღების თანამშრომლები გაეცნენ სისტემის არსს. მათ ამის შესაბამისად უნდა აწარმოონ ჩანაწერები, მიიღონ და დაამუშაონ სურსათი, იზრუნონ მათ დაცვასა და უვნებლობაზე. ბაგა-ბაღებში, სურსათის უვნებლობის მხრივ, ყველა სტანდარტი უნდა იყოს დაცული," განაცხადა გიორგი აბულაძემ.

   შეხვედრას სააღმზრდელო დაწესებულებათა გაერთიანების წარმომადგენლები, ბაგა-ბაღების მმართველები, მზარეულები და მათი დამხმარეები ესწრებოდნენ.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 165