განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » გრიბოედოვის ქუჩაზე გზის და მიმდებარედ არსებული არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
RDRC.GE
გრიბოედოვის ქუჩაზე გზის და მიმდებარედ არსებული არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   გრიბოედოვის ქუჩაზე გზის და მიმდებარედ არსებული არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ასევე ხდება ტერიტორიის მყარი ნარჩენებისგან გასუფთავება.

   აღნიშნული ლოკაცია ყოფილ ინდუსტრიულ ზონას წარმოადგენს. როგორც ადგილობრივები აღნიშნავენ, ტერიტორიის რეაბილიტაციით საინვესტიციო პოტენციალი გაუმჯობესდება და იმედოვნებენ, რომ ინვესტორები აღნიშნული ლოკაციით დაინტერესდებიან.

   მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ამირან თედორაძესთან ერთად დაათვალიერა.

   დავით ბახტაძე -,, აღნიშნული ადგილი ადრე მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვან ინდუსტრიულ ზონას წარმოადგენდა. ჩვენი მიზანია, რომ ეს ადგილი კვლავ გავხადოთ ინვესტორებისთვის მიმზიდველი და დაუბრუნდეს ძველ ფუნქციას.“

   პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,გზები“ ასრულებს.

   სამუშაოები გეგმა გრაფიკის დაცვით მიმდინარეობს.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 249