განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაში შეხვედრა გაიმართა ფსიქო - თერაპევტ ლელა სტურუასთან
RDRC.GE
მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაში შეხვედრა გაიმართა ფსიქო - თერაპევტ ლელა სტურუასთან
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   მკითხველთა ტრადიციული კონფერენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაში, შეხვედრა გაიმართა ფსიქო-თერაპევტ ლელა სტურუასთან.

   20 წლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე სპეციალისტმა, რომელიც გახლავთ საავტორო გადაცემების ავტორი და აქტიურად თანამშრომლობს მედიასაშუალებებთან, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფთან ერთად ისაუბრა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მოზარდებთან ურთიერთობის კონკრეტული დეტალები, გარემოსთან ადაპტაცია, რეგულაცია და თვითკონტროლი, მოზარდებთან პიროვნული საზღვრების დაწესება და სხვა.

   შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა. დაისვა აქტუალური კითხვები, რომლებზე გაიცა კომპეტენტური პასუხები.

   შეხვედრას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების უფროსკლასელები, ბიბლიოთეკის აქტიური მკითხველები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 156