განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » წმიდა ექვთიმე აღმსარებელის (კერესელიძე) ხსენების დღე
RDRC.GE
წმიდა ექვთიმე აღმსარებელის (კერესელიძე) ხსენების დღე
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   2 თებერვალს მართმადიდებელი ეკლესია წმიდა ექვთიმე აღმსარებელის (კერესელიძე) ხსენების დღეს აღნიშნავს.

   ამ დღესთან დაკავშირებით, ამბროლაურის სალოტბარო სკოლამ, კულტურის სახლის, დიდ დარბაზში ღონისძიება გამართა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე- ქრისტინა კობახიძე ესწრებოდა.

   ამბროლაურის ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძარში აღევლინა წირვა ნიკორწმინდის ეპარქიის მამებთან ერთად, რომელსაც ამბროლაურის სალოტბარო სკოლის ბავშვები, მგალობელ-მომღერალთა გუნდი, თორნიკე სხიერელი და ნიკორწმინდის საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდი- ლევან ბერელიძის ხელმძღვანელობით ესწრებოდა.

   დღის განმავლობაში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებას შეუერთდა მგალობელ-მომღერალთა გუნდი ,,მასპინძელი“ სამტრედიიდან, ბესო მახათაძის ხელმძღვანელობით.

   ღონისძიებებში ჩართული იყვნენ სალოტბარო სკოლების მოსწავლეები.

   აღსანიშნავია, რომ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს, ქვეყნის მასშტაბით, 30 სკოლა აქვს, რომლებიც ტრადიციული ქართული საგალობლებსა და ქართული ხალხური სიმღერების შესწავლას და პოპულარიზაციას ემსახურება.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 161