განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ვალერი ფოცხვერიამ მერის საკონსულტაციო სამსახურთან პირველი შეხვედრა გამართა
RDRC.GE
ვალერი ფოცხვერიამ მერის საკონსულტაციო სამსახურთან პირველი შეხვედრა გამართა
კატეგორია:  სიახლე

   დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ, მერის ამპლუაში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსთან პირველი შეხვედრა გამართა.

   მუნიციპალიტეტის მერმა მრჩეველთა საბჭოსთან 2018 წლის ბიუჯეტის პროექტზე ისაუბრა და საბჭოს წევრებთან ერთად ბიუჯეტის გარშემო პრიორიტეტური საკითხები განიხილა.

   ბიუჯეტის პროექტს მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული საკრებულო უახლოეს მომავალში განიხილავს.

   ბიუჯეტის მოცულობა 2017 წლის ბიუჯეტთან მიმართებაში 2087300 ლარით გაიზრდა და სულ 11350000 ლარს შეადგენს.

   მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია მრჩეველთა საბჭოსთან აქტიურად თანამშრომლობს და სხვადასხვა საკითხებზე კონსულტაციებს საბჭოს წევრებთან ერთად გადის.

   მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო სხვადასხვა სფეროში მოღვაწე სამტრედიელებითაა დაკომპლექტებული.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 1329