განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » გარემოს დაცვის და სოფლის მეორნების სამინისტროს ინიციატივით გაერთიანებული შეხვედრა გაიმართა
RDRC.GE
გარემოს დაცვის და სოფლის მეორნების სამინისტროს ინიციატივით გაერთიანებული შეხვედრა გაიმართა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   სატრედიის მუნიციპალიტეტში, გარემოს დაცვის და სოფლის მეორნების სამინისტროს ინიციატივით, სამტრედია, წყალტუბო, ხონი, ვანის მუნიციპალიტეტების გაერთიანებული შეხვედრა გაიმართა.

   შეხვედრას ესწრებოდნენ : საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნატალია ხარატიშვილი, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სააკორდინაციო მართვის ცენტრის უფროსი ლაშა შალამბერიძე, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძე, მუნიციპალიტეტის მერები და ფერმერები ოთხივე მუნიციპალიტეტიდან.

   საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თხილის წარმოების ხელშეწყობის მიზნით, მეთხილე ფერმერების მხარდასაჭერად ,,თხილის ბაღების მესაკუთრეთა ხელშეწყობის პროგრამის" ახალი პროგრამა განხორციელდა.

   პროგრამის ფარგლებში ყველა ფიზიკური პირი, რომელსაც 0,2 -3 ჰექტრამდე თხილის ფართობი აქვს საკუთრებაში ან სარგებლობაში, მიიღო 1 ჰექტარზე დაანგარიშებით, 500 ლარის ოდენობით დახმარება. ქულები აგრობარათზე დაერიცხათ. სამი ჰექტრი ან მეტი თხილის ფართობის მქონე ფერმერებმა კი ისარგებლეს შეღავათიანი აგროკრედიტით.

   ,,ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია სოფლის მეურნეობის განვითარება. არის პროდუქტები, რომლის ექსპორტიც ძალიან დიდ გავლენას ახდენს ქვეყანაში შიდა პროდუქტის მოცულობის ზრდაზე. ერთ-ერთი პროდუქტი თხილის წარმოებაა. სწორედ გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტი ,,თხილის ბაღების მესაკუთრეთა ხელშეწყობის პროგრამის" სრულ მხარდაჭერას და დახმარებას უცხადებს თხილის ფართობის მქონე ფერმერებს. დღევანდელი საინფორმაციო შეხვედრა მნიშვნელოვანია ადგილობრივი ფერმერებისთვის. „ -აღნიშნა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ

   როგორც შეხვედრაზე განაცხადეს, შემდეგი ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება ფერმერების დატრენინგება და მხარდასაჭერად აღნიშნული დახმარების გაცემა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 611