განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » მოსახლეობის პრიორიტეტებზე გათვლილი პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს
RDRC.GE
მოსახლეობის პრიორიტეტებზე გათვლილი პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   სამტრედიის მუნიციპალიტეტში, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მოსახლეობის პრიორიტეტებზე გათვლილი პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.

   პროექტების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს საგზაო ინფრასტრუქტურა.

   მუნიციპალიტეტის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს შიდა სასოფლო და საუბნო გზების კეთილმოწყობა.

   რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ასფალტ-ბეტონის საფარი იგება სოფელ ჩხენიშში N-4 უბანში, ე.წ ჭანტურიების უბანში. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ჯორჯიან ბილდი" ასრულებს.

   სამუშაოების მონიტორინგის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან ვაჟა სტურუასთან, ნაბაკევის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლებთან, ოთარ წულეისკირთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გზის დაგების სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივებს გაესაუბრა.

   როგორც ადგილობრივმა აკაკი ჭანტურიამ განმარტა, აღნიშნულ ლოკაციაზე კაპიტალური გზა არასდროს ყოფილა და გზის დაგებით მათი მთავარი პრობლემა გვარდება.

   დავით ბახტაძე- ,,ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული მოსახლეობის მოთხოვნები. სამუშაოები გეგმა-გრაფიკოს დაცვით მიმდინარეობს. სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის მიმართ ჩვენი ერთადერთი მოთხოვნაა, ადგილობრივები დარჩნენ კმაყოფილნი და სამუშაოები იყოს უმაღლეს დონეზე შესრულებული."

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 170