სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2023-2026 წლის საშუალოვადიანი განვითარების გეგმა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72
სამტრედიის რაიონული პრკურატურის წარმომადგენლებმა გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის – ,, არა ფემიციდს“ ფარგლებსი შეხვედრა გამართეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ სამტრედიის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნათია პაპავა, საბჭოს წევრები, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გია მეიშვილი და საზოგადოების სხვადსხვა სფეროს წარმომადგენლები.
გამართული შეხვედრის ფარგებში საზოგადოებას პროკურორებმა ინფორმაცია მიაწოდეს ფემიციდის ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებების და არსებული გადაწყვეტილების შესახებ, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობების გამომწვევ მიზეზებს, გენდერული სტერეოტიპების განხილვას. ასევე რა ბარიერებს აწყდებიან ქალები, როდესაც ძალადობის მსხვერპლები ხდებიან.
შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. ,, არა ფემიციდს“ კამპანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.