განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » 21 საჯარო სკოლის 81 მეათეკლასელი პროექტის ,,ჩემი პირველი კომპიუტერი" ფარგლებში დაჯილდოვდა
RDRC.GE
21 საჯარო სკოლის 81 მეათეკლასელი პროექტის ,,ჩემი პირველი კომპიუტერი" ფარგლებში დაჯილდოვდა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   დღეს, სამტრედიაში, 21 საჯარო სკოლის 81 მეათეკლასელი, პროექტის ,,ჩემი პირველი კომპიუტერი" ფარგლებში დაჯილდოვდა.

   წარჩინებული სწავლისთვის საბაზო საფეხურის მოსწავლეებს, მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან, ნუგზარ ჯამბურიასთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსთან, თინათინ ხარძიანთან ერთად ლეპტოპები საზეიმო ვითარებაში გადასცა.

   დავით ბახტაძე: - ,,დღევანდელ დღეს ვულოცავ წარჩინებული მოსწავლეებს, მშობლებს და პედაგოგებს. მათი წვლილი განუზომელია ამ წარმატებაში. ჩვენ ყველა ერთად ვხედავთ, რომ ხელისუფლებისთვის განათლების განვითარება პრიორიტეტია. ამას ჩვენ ვუერთდებით მუნიციპალურ დონეზე და გამოვთქვამთ მზაობას, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს შესაძლებლობების რეალიზებაში."

   თინათინ ხარძიანი:- ,,აღნიშნული პროექტი 2009 წლიდან არსებობს და საბაზო საფეხურის წარჩინებულ მოსწავლეებს ასაჩუქრებს. მადლობა განათლების სამინისტროს და ხელისუფლებას ამ წამახალისებელი ბენეფიტისთვის, რადგან ეს არის სტიმული მომავალი წარმეტებისკენ."

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 177