განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » ,,ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკი" აქტიურადაა ჩართული სოციალურ აქტივობაში
RDRC.GE
,,ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკი" აქტიურადაა ჩართული სოციალურ აქტივობაში
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   ორგანიზაცია ,,ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკი" ტრადიციულად აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა სახის სოციალურ აქტივობაში.

   ამჯერად, ორგანიზაციის სისხლის ბანკის სამტრედიის განყოფილების ხელმძღვანელმა, ლაშა კვანტალიანმა, სამტრედიაში მცხოვრებ, მრავალშვილიან ოჯახებსა და მარტოხელა მოხუცებს სააღდგომო ნობათი ბინაზე მიუტანა.

   ,,ჩვენი ორგანიზაცია და პირადად ქალბატონი ნატალია კვანტალიანი, აქტიურადაა ჩართული მრავალშვილიანი ოჯახების, და მარტოხელა მოხუცებს დავეხმაროთ. ვცდილობთ, ჩვენი მცირედი წვლილი შევიტანოთა ადამიანების დახმარების საქმეში და ამით სხვებსაც საუკეთესო მაგალითი მივცეთ," აცხადებს ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის სამტრედიის წარმომადგენლობის დირექტორი, ლაშა კვანტალიანი.

   აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია, ,,ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკი" მუდმივად ზრუნავს მოსახლეობას სხვადასხვა სახის დახმარება გაუწიოს.

   შეგახსენებთ, რომ, სისხლის ბანკი, რომელიც 2016 წელს უშუალოდ ნატალია კვანტალიანის ინიციატივით დაფუძნდა, 2022 წლის საუკეთესო ქველმოქმედ ორგანიზაციად დასახელდა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 144