განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » 14 აპრილს საქართველოში ქართული ენის დღეს აღვნიშნავთ
RDRC.GE
14 აპრილს საქართველოში ქართული ენის დღეს აღვნიშნავთ
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   14 აპრილს საქართველოში ქართული ენის დღეს აღვნიშნავთ.

   ამ თარიღთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაში საიუბილეო ღონისძიება გაიმართა. ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის რაობასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა გაზეთ ,,სამტრედიის მაცნეს“ პასუხისმგებელმა მდივანმა, ლევან გაბეჩავამ. მან 1978 წლის მოვლენები კიდევ ერთხელ აღწერა და დამსწრე საზოგადოებას ის ვითაერება შეახსენა, რომელიც ენის ყოფნა არყოფნას შეეხებოდა.

   საიუბილეო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომელთა მიერ მომზადებული მოხსენებები, თუ მხატვრული ტექსტები ქართული ენის, როგორც შეუფასებელი საგანძურის შესახებ გვიამბობდნენ...

   მოწვეულ სტუმართა იყვნენ ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ნუგზარ ჯამბურიამ მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს და მოსწავლეებს ქართული ენისადმი გამოჩენილი უსაზღვრო სიყვარულის გამო. ,,ჩვენ ის ხალხი ვართ, რომელმაც დედაენას ძეგლი დაუდგა, ჩვენ ის ერი ვართ, რომლის დამწერლობა მსოფლიოში არსებულ 14 დამწერლობას შორის საპატიო ადგილს იკავებს. მხოლოდ ეს გვეყოფა საამაყოდ და საიმედოდ, რომ მომავალი თაობები სისხლის ბოლო წვეთამდე დაიცავენ ამ ხელუხლებელ განძს,“ აღნიშნა ნუგზარ ჯამბურიამ.

   ღონისძიებას განსაკუთრებული ხიბლი შესძინა ანსამბლ ,,ათინათის“ წევრთა მიერ შესრულებულმა ქართულმა საგალობლებმა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 137