განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული
RDRC.GE
დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   სამტრედიის N6 საჯარო სკოლაში დაწყებულმა დედაენის დღისადმი მიძღვნილმა კვირეულმა, დღეს მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში გადაინაცვლა.

   ერის საგანძურის, ქართველთა თვითმყოფადობის მთავარი საყრდენის-ქართული ენისადმი სიყვარული და პატივისცემა სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგებთან ერთად, დღეს კიდევ ერთხელ გამოხატეს.

   ისტორიის პედაგოგის, ნინო ჭვალაძის კვლევა სკოლაში წიგნიერების დონის განსაზღვრასთან დაკავშირებით და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ეთერ შენგელიას იდეა სრულ თანხვედრაში მოექცა.

   მოსწავლეებმა ქართული ასომთავრული ანბანით დედა ენის ხელნაწერი წიგნი შექმნეს, დაასურათეს და სასკოლო ბიბლიოთეკას შესანისნავი რესურსი გადასცეს.

   დღეს, სიმბოლურად, ხელნაწერი დედაენის პრეზენტაცია სწორედ წიგნიერების ერთ-ერთ გამორჩეულ კერაში, მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაში შედგა.

   სკოლის დირექტორმა, ლეილა კუბლაშვილმა პედაგოგების და მოსწავლეთა ნამუშევარს უნიკალური და გამორჩეული უწოდა. ,,ჩვენი სკოლა თავისი გამორჩეული რესურსებით მუდმივად დგას მომავალი თაობების აღზრდის საქმეში. ქართული ენის სიყვარული და მასზე ზრუნვა სკოლიდან იწყება, ამიტომაც მისასალმებელია პედაგოგთა და მოსწავლეთა ასეთი მონდომება."

   დღევანდელ ღონისძიებას ბიბლიოთეკაში ესწრებოდა გაზეთ ,,სამტრედიის მაცნეს" პასუხისმგებელი მდივანი, ლევან გაბეჩავა. მან ცალსახად აღნიშნა, რომ სწორედ ასეთ სკოლებში იბადება ჭეშმარიტი იდეები, რომელიც შემდგომში ასაზრდოებს დიდ აუდიტორიებს.

   სასიხარულოა, რომ მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკა თავისი გულწრფელი მასპინლობით სტიმულს აძლევს უამრავ ახალგაზრდას. ,,ჩვენ მზად ვართ ვუმასპინძლოთ ნიჭიერ ახალგაზრდებს, გასაქანი მივცეთ მათ სესაძლებლობებს. აღფრთოვანებული ვარ დღევანდელი დღით," აღნიშნა ბიბლიოთეკარმა, რუსუდან კახიანმა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 129