განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ეკონომიკურად შეჭირვებულ ოჯახებს სააღდგომო ნობათი მიუტანეს
RDRC.GE
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ეკონომიკურად შეჭირვებულ ოჯახებს სააღდგომო ნობათი მიუტანეს
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ეკონომიკურად შეჭირვებულ ოჯახებს, სააღდგომო ნობათი მიუტანეს.

   დავით ბახტაძე - ,,ჩვენთვის პრიორიტეტულია იმ ფენაზე ზრუნვა, რომელიც სოციალურ პრობლემებს ებრძვის. ჩვენ ყოველთვის გვერდით დავუდგებით მათ და შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმუმი გაკეთდება. მერიის სოციალური პროგრამით გათვალისწინებული დახმარების პაკეტები მომავალშიც იქნება მიზნობრივი ჯგუფების საჭიროებებზე მორგებული."

   ვლადიმერ მსხილაძე- ,,აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მომიტანეს ნობათი. ასევე, ჩემს შვილს გადაუდებელი ოპერაცია სჭირდება, რისთვისაც დახმარება გამეწია. ყოველმხრივ ხელშეწყობა და მხარდაჭერა მაქვს. უღრმესი მადლობა მუნიციპალიტეტის მერს დავით ბახტაძეს, რომელმაც როგორც კი გაიგო ჩვენი საჭიროების შესახებ იმ წამიდან გვერდით გვიდგას და შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმუმს აკეთებს."

   თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სააღდგომო ნობათი ა(ა)იპ სახლი თანადგომის ბენეფიციარებსაც მიუტანეს.

   სააღდგომო ნობათები მუნიციპალიტეტის მასშტაბით 300-მა ოჯახმა მიიღო.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 148