განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » გალაკტიონის ქუჩაზე ახალი საკალათბურთო მოედანი საზეიმოდ გაიხსნა
RDRC.GE
გალაკტიონის ქუჩაზე ახალი საკალათბურთო მოედანი საზეიმოდ გაიხსნა
კატეგორია:  სიახლე

სურათი

    გალაკტიონის ქუჩაზე ახალი საკალათბურთო მოედანი საზეიმოდ გაიხსნა.

   საზეიმო ცერემონიალს მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და მოსახლეობა დაესწრო.

   თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საკალათბურთო მოედანი ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში გაკეთდა.

   სამტრედიის მკვიდრებმა იმედა ნიკურაძემ და სერგო რუხაძემ, გახსნასთან დაკავშირებით სამტრედიელ ნორჩ კალათბურთელებს და ფეხბურთელებს ბურთები და სპორტული ინვენტარი გადასცეს.

   დავით ბახტაძე -,,წარმატებებს ვუსურვებ მომავალ სპორტსმენებს. ჩვენთვის პრიორიტეტია, ჯანსაღი ცხოვრების წესის და სპორტის პოპულარიზაცია ახალგარზდებში. სპორტული ინფრასტრუქტურის მიმართულებით მასშტაბურ პროექტებს ვანხორციელებთ და ამ მიმართულებით ყოველთვის მაქსიმუმი გაკეთდება. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს სამტრედიელ მეგობრებს, იმედა ნიკირაძეს და სერგო რუხაძეს გამოჩენილი ყურადღებისთვის და საჩუქრებისთვის."

   დღესვე კალათბურთში და ფეხბურთში საჩვენებელი თამაშები გაიმართა.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 133