განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » აქტიურად მიმდინარეობს ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მშენებლობა რეაბილიტაცია
RDRC.GE
აქტიურად მიმდინარეობს ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მშენებლობა რეაბილიტაცია
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   სამტრედიის მუნიციპალიტეტის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მშენებლობა რეაბილიტაცია.

   რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ასფალტ-ბეტონის საფარი იგება გომის ადმინისტრაციულ ერთეულში წითელიშვილების უბანში, სადაც ასევე წესრიგდება ხელოვნური ნაგებობები.

   სამუშაოების მონიტორინგის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ამირან თევდორაძესთან, და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გზის დაგების სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივებს გაესაუბრა.

   როგორც ადგილობრივებმა განმარტეს, აღნიშნულ ლოკაციაზე კაპიტალური გზა არასდროს ყოფილა და გზის დაგებით მათი მთავარი პრობლემა გვარდება.

   დავით ბახტაძე - ,,სამუშაოები გეგმა-გრაფიკოს დაცვით მიმდინარეობს. მშენებარე კომპანიის მიმართ ჩვენი ერთადერთი მოთხოვნაა, ადგილობრივები დარჩნენ კმაყოფილნი და სამუშაოები იყოს უმაღლეს დონეზე შესრულებული."

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 125