განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » საქართველოს წითელი ჯვრის სამტრედიის ფილიალი აქტიურად მონაწილეობს იმუნიზაციის კვირეულში
RDRC.GE
საქართველოს წითელი ჯვრის სამტრედიის ფილიალი აქტიურად მონაწილეობს იმუნიზაციის კვირეულში
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სამტრედიის ფილიალი აქტიურად მონაწილეობს იმუნიზაციის კვირეულში და ახორციელებს სხვადასხვა სახის საკომუნიკაციო ღონისძიებებს. ხორციელდება საინფორმაციო მასალის გავრცელება სააღმზრდელო და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.

   დღეს, ფილიალის წარმომადგენლები ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელთან, მარინა თევზაძესთან ერთად იმყოფებოდნენ დიდი ჯიხაიშის თემში, სადაც მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია გეგმიური იმუნიზაციის და კოვიდ-19 ვაქცინაციის აუცილებლობის შესახებ და გადაეცათ საინფორმაციო ფლაერები.

   ცნობისთვის 23-29 აპრილის ჩათვლით საქართველოს წითელი ჯვრის ფილიალებში ტარდება იმუნიზაციის კვირეული.

   კვირეული იმუნიზაციის მნიშვნელობის გაზრდასა და ყველასათვის ხანგრძლივი, ჯანმრთელი ცხოვრების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 128